წლებია აღარ ვყიდულობ სუპერმარკეტში. სულ ჩემით ვამარილებ და უგემრიელესია.

არსებობს აზრი, რომ სკუმბრიის მომზადების საუკეთესო ხერხი შებოლვაა. ამ სახით ის მართლად უგემრიელესია, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ხერხი, რომლის მეშვეობითაც მას უფრო გემრიელად მიირთმევთ.

დამარილებული სკუმბრია ძალიან ჰაეროვანი და ფუმფულაა, ამასთან, მას ნებისმიერ სამზარეულოში მოამზადებთ. რეკომენდირებულია დაამატოთ ცოტაოდენი კარი, შებოლილი წიწაკა ან 100 მლ ვისკი. არ დაგავიწყდეთ შაქარი, რომელიც მას ზედმეტი მარილიანობისგან დაიცავს.

ინგრედიენტები

სკუმბრია 3 ც

წყალი 1 ლ

ხახვი 2 ც

შავი ჩაი 2 ს.კ.

დაფნის ფოთოლი 2 ც

მარილი, შაქარი, სუნელები

მომზადება
  1. გაასუფთავეთ თევზის გარსი და მოაჭერით თავი. მიეცით საშუალება ქაღალდის ხელსახოცზე გაშრეს.
  2. მოამზადეთ მარინადი. წყალი ხახვის ნაფცქვენებით ადუღებამდე მიიყვანეთ და ფერის მიღებამდე მოხარშეთ. 5 წუთი ცეცხლზე გაჩერების შემდეგ 10 წთ დააყენეთ.
  3. დაამატეთ ჩაი, მარილი, შაქარი, წიწაკა და სხვა სუნელები გემოვნებით. (მაგალითად კარი ან შებოლილი წიწაკა) კვლავ მიიყვანეთ მარინადი ადუღებამდე. გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააცივეთ.
  4. მოამზადეთ ბოთლი. გამოიყენეთ ჩვეულებრივი პლასტიკური 3 თევზისთვის ან ყველასთვის ცალ-ცალკე. მოაჭერით ზედა ნაწილი. მოათავსეთ სკუმბრია კუდით მაღლა, დაასხით მარილწყალი და დატოვეთ მაცივარში 3 დღე. გემრიელი გემო და მიმზიდველი ფერი გარანირებულია!

სკუმბრია საოცარი თევზია.  თუ გსურთ, რომ კანი, ფრჩხილები და თმა ძლიერი და ჯანსაღი დარჩეს, აუცილებლად ჩართეთ ეს პროდუქტი მენიუში. ჩაანაცვლეთ რამდენიმე ხორცის კერძის სკუმბრიის კერძით და არ ინანებთ.

კომენტარის დატოვება