როგორ მოვამზადოთ თაფლის კარაქი

თაფლის კარაქი ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. ის შეგიძლიათ მიიღოთ როგორც წამალი.

თაფლი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული საშუალებაა. მდიდარია ვიტამინებით С, Е, РР, В.

თაფლის შემადგენლობაშია ხილის, ყურძნის, ლიმნის მჟავა, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, თუთია, ნიკელი და სხვა. ის ასევე არაჩვეულებრივი ანტიდეპრესანტია. თეთრი მავნებელი შაქრის ნაცვლად გლუკის დონე თაფლით აიმაღლეთ.

ინგრედიენტები

  • 250 გ ნაღების კარაქი
  • 100 გ თაფლი
  • 1 ს.კ. დარიჩინი
  1. დაადნეთ კარაქი ოთახის ტემპერატურაზე. ათქვიფეთ მიქსერით კრემოვან მდგომარეობამდე.
  2. დაამატეთ თაფლი და დარიჩინი. კიდევ ათქვიფეთ, უკვე ნელი სიჩქარით. უნდა გამოვიდეს მსუბუქი, ჰაეროვანი და ერთგვაროვანი მასა. შეინახეთ მაცივარში. ის ასე 5 თვე გაძლებს.
  3. ყოველ დილით მიიღეთ 1 ჩ.კ. შეიძლება უზმოზე. თაფლის კარაქი იდეალურია ბლინებისთვისაც და შეგიძლიათ დესერტების მომზადებისას კრემიც ჩაანაცვლოთ.ყურადღება მიაქციეთ ნაღების კარაქის ცხიმიანობას. ის 80%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. კარაქი ნატურალური უნდა იყოს, ნამდვილი ნაღებისგან. თაფლი ჯობს სკიდან შეიძინოთ და არა მაღაზიის.

 

ამ პროდუქტის გამოყენებით გაგიძლიერდებათ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. თუ ზედმეტი წონის პრობლემა არ გაქვთ, ღამითაც მიირთვით.

გაათბეთ ჭიქა რძე, დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლის კარაქი და დალიეთ ძილის წინ. ასეთი სასმელი ღრმა, მშვიდ ძილს მოგგვრით. რეგულარული გამოყენებით გათავისუფლდებით სტრესისა და დეპრესიისგან.

კომენტარის დატოვება