როგორ მოვამზადოთ პიცა კონუსი

კონო-პიცა — ეს არის კონუსისებრი ცომი, რომელსაც სხვადასხვა შიგთავსით აჯერებენ. მათ შორის აუცილებლად უნდ იყოს ყველი. ეს სიმპატიური სიახლე უკვე მთელ მსოფლიოში შეიყვარეს. განსაკუთრებით მათ, ვისაც პიცა და სწრაფი კვება უყვარს.

სახლში გამართულ წვეულებაზე ამ ორიგინალური და კრეატიული კერძით ნამდვილად ფურორს მოახდენთ. ის ნამდვილად ადვილია და ინგრედიენტებიც ხელმისაწვდომი აქვს.

ინგრედიენტები

ფენოვანი საფუარის ცომი 1 ც
მოცარელა 250გ
ძეხვი 100გ
საქონლის ხორცი 100გ
კეტჩუპი 80გ
ბულგარული წიწაკა 2ც
პომიდორი 5 ც.
მზესუმზირის ზეთი 1 ს. კ.

მომზადება

  1. ფორმატის A4 ზომა ფურცლისგან გააკეთეთ კონუსის ფორმა, დააფიქსირეთ სკოჩით. შემოახვიეთ ფოლგა.
  2. მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი. გაყავით სეგმენტებად. თითო ცომისგან 5 კონუსი უნდა გამოვიდეს.
  3. თითოეულ ფოლგიან კონუსს წაუსვით მცენარეული ზეთი და გარშემო ცომი შემოაკარით. გაზქურაში მოათავსეთ ფართო მხრით დაბლა და გამოაცხვეთ 6-8 წუთი 230 გრადუსზე.
  4. მზა კონუსები ჩასვით ჭიქაში  და შიგთავსით გაავსეთ. თავიდან მოცარელა, შემდეგ კეტჩუპი, ისევ მოცარელა, ძეხვის მრგვალი ნაჭრები კონუსის კედლებზე მიაკარით. შემდეგ შემწვარი საქონლის ხორცი, დაჭრილი ბულგარული წიწაკა და დაჭყლეტილი მწვანე ხახვი.
  5. შიგთავსი ზევიდან მორთეთ პომიდვრის მრგვალი ნაჭრებით და მოცარელათი. გამოაცხვეთ 4-5 წთ გაზქურაში 230 გრადუსზე.
პიცა კონუსი — ძალიან გემრიელი, მოსახერხებელი და ორიგინალურია. გამოაგადგებათ ფურშეტებზე, ბავშვევის დაბადების დღეებზე, პიკნიკებზე და სტუმრების უეცარი გამოჩენისას.

კომენტარის დატოვება