მაგარი ყველი ხაჭოსგან შეგიძლიათ მოამზადოთ: ბავშვებს ძალიან მოეწონებათ.

ხდება ხოლმე – ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაგარი ყველის რეცეპტს ვეძებთ და ვიგებთ, რომ საჭიროა განსაკუთრებული ტემპერატურა, ფერმენტი, მოხარშვა.. ასე ადამიანები არშემდგარი ყველის მწარმოებლები ხდებიან და ვერ იგებენ რომ შეუძლიათ ამ ხლაფორთის გარეშე იმოქმედონ.

როგორც ირკვევა ყველის მომზადება 10 წუთშია შესაძლებელი. არა ხაჭოსი, არამედ მაგარი ყველის.

წარმოგიდგენთ რეცეპტს, რომელსაც მხოლოდ 2 ინგრედიენტი სჭირდება. მეორე ჩვეულებრივი ნაღების კარაქია. არავითარ შემთხვევაში მარგარინი.

ინგრედიენტები

ხაჭო 400გ

ნაღების კარაქი 100გ

მარილი

მომზადება

ხაჭო მოათავსეთ ჯამში და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 5-6 საათით. ამ დროის განმავლობაში ის არ გაფუჭდება, მაგრამ მასში დაიწყება გარკვეული პროცესები, რომელიც შემდეგ ყველის სახეს მისცემს.

გადაიტანეთ ხაჭო ქვაბში და დაამატეთ დაჭრილი დამდნარი კარაქი. გაათბეთ ერთად, ურიეთ იქამდე სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ამის შემდეგ მასა მარლაში გადაიტანეთ.

მარლა ყველით გამდინარე წყალში მოათავსეთ. როცა სითხე ჩამოიწურება, მასა გაწურეთ.

მარლაზევე მიეცით ფორმა და სიმძიმე დაადეთ. დატოვეთ მაცივარში და 1 დღის შემდეგ ყველი მზად იქნება!

შეგიძლიათ გამოიყენოთ სწნდვიჩებისთვის და ღვეზელებისთვის. იდეაში ის ისეც ხაჭოა უბრალოდ უფრო დამანაყრებელია და მდგომარეობაც სხვანაირი აქვს. სახლში დამზადებულ ყველს არაფერი შეედრება.

კომენტარის დატოვება