ლობიო თურქულად

თურქულ სამზარეულოში ძალიან პოპულარულია პარკოსანი პროდუქტებისგან დამზადებული კერძები, განსაკუთრებით ლობიოსგან და მუხუდოსგან. გემრიელი, ნოყიერი და მკვებავი კერძები დიდხანს დაამახსოვრდებათ მათ, ვინც ერთხელ მაინც გასინჯეს ისინი. ერთ-ერთი ასეთი კერძია კურუ ფასულიე. ის შეგიძლიათ მოამზადოთ ხორცით და მის გარეშე.

ორიგინალურ რეცეპტს ტრადიციული თურქული საკმაზი ტარჰანა სჭირდება. ის მშრალ ტომატ-ბოსტნეულის პასტას წარმოადგენს და ლობიოს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს. რა თქმა უნდა, მისი ჩანაცვლება შეგიძლიათ შემწვარი ფქვილით და ტომატ-პასტით. თუ მაღაზიაში ამ საკმაზს მიაგნებთ, რა თქმა უნდა, უკეთესია.

ინგრედიენტები

ლობიო 2 ჭიქა
სტაფილო 2 ც
ხახვი 2 ც
ტარჰანა 0.5 ჭიქა
რეჰანი 1 კონა
ნიგოზი 0.5 ჭიქა
ნიორი 2 კბილი
ზეითუნის ზეთი 100მლ
პიტნა 1 ს.კ.
პილპილი, მარილი

მომზადება

  1. ღამით ჩაალბეთ ლობიო და დილით მოხარშეთ. მოხარშვის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მარილი მოაყარეთ. მოათავსეთ საცერში, წვენი არ გადაღვაროთ.
  2. ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად, სტაფილო გახეხეთ დიდი ზომის ნახვრეტებზე. შეწვით ბოსტნეული 30მლ მცენარეულ ზეთში.
  3. მოამზადეთ პესტოს სოუსი. რეჰანის ნედლი ფოთლები დაჭყლიტეთ ბლენდერში ნიგოზთან და ნიორთან ერთად. დაასხით 70მლ ზეითუნის ზეთი და საგულდაგულოდ აურიეთ.
  4. გახსენით ტარჰანა 500მლ ლობიოს წვენში, რომელიც მოხარშვის შემდეგ დაგრჩათ (შეგიძლიათ ჩვეუელებრივი ადუღებული წყალი გამოიყენოთ). სითხე ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
  5. აურიეთ ლობიო შემწვარ ბოსტნეულთან და პესტოსთან. დაასხით ყველაფერი წვენს ტარჰანათი. მოაყარეთ პიტნა და წითელი პილპილი. შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ გადმოიღეთ და დახურული თავსახურით ცოტა ხანი დადგით.
კურუ ფასულიე სჯობს წითელი ლობიოთი მოამზადოთ ან თეთრის და წითლის შერევით.

კომენტარის დატოვება