1ლ კეფირი, 1ლ რძე, 6 კვერცხი, ღამე მაცივარში ვტოვებ და დილით უკვე საჭმელად არის გამზადებული

ყველამ ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია კვება დილით. საუზმე ენერგიით და ძალებით გვავსებს და პროდუქტიული მუშაობის წინაპირობაა, ასევე ნივთიერებათა ცვლა უმჯობესდება. თუმცა, ყოველთვის არ გვაქვს იმის სურვილი დილით რაიმე მივირთვათ და კვერცხის შეწვაც კი გვეზარება.

თუ დილით დიდხანს ემზადებით და საუზმის დრო არ გრჩებათ, სენდვიჩი შავი პურისგან, ყველისგან, მწვანილისგან და ძირასგან იდეალური ვარიანტია. მას წამებში მოამზადებთ და სამსახურის გზაზეც ადვილად გააყოლებთ, თუ სახლში ჭამას ვერ ასწრებთ.

წინასწარ სახლში ყველის დამზადება კი რამდენიმე საათს წაიღებს.

როგორ მოვამზადოთ ყველი სახლის პირობებში

ინგრედიენტები

  • 1 ლ კეფირი
  • 1 ლ რძე
  • 6 კვერცხი
  • 4 ჩ.კ. მარილი
  • 1/3 ჩ.კ. წითელი პილპილი
  • ძირა
  • 1 კბილი ნიორი
  • ცოტაოდენი: კამა, ქინძი, მწვანე ხახვი

მომზადება

თავდაპირველად ჩაასხით რძე და კეფირი ქვაბში და დადგით ცეცხლზე. დაელოდეთ, სანამ რძიანი მასა კარგად არ გათბება, მაგრამ ადუღებამდე ნუ მიიყვანთ. სანამ ელოდებით, ათქვიფეთ კვერცხი მარილით და როცა მასა ცხელი იქნება, ჩაასხით მასში. საშუალო ცეცხლზე აურიეთ შრატის მიღებამდე.

გამორთეთ ცეცხლი და აცალეთ გაციება 2 წუთით.

აიღეთ საცერი, მოათავსეთ მასზე მარლა 2 ფენად და ჩაასხით მიღებული მასა. დააჭერით მწვანილი ნივრით და დაამატეთ წითელი წიწაკაც.

თანაბრად აურიეთ მასა კოვზით, შეახვიეთ მარლაში და საშუალება მიეცით გამოიწუროს შრატი.

როცა მთლიანად გამოიწურება, გახსენით და ამოიღეთ ყველი. დატოვეთ მაცივარში ღამით, დილას კი პურზე დასადებად მზად იქნება.

მართალია, დილას ყოველთვის სუპის მირთმევას ვერ ვახერხებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსუბუქ საუზმეზე უარი ვთქვათ.

კომენტარის დატოვება