ყველას გვიყვარს მაგია და ფოკუსები. წარმოგიდგენთ სწორედ ასეთ ტესტს, რომელიც ციფრებისა და ფერების განსაკუთრებულ კომბინაციას გულისხმობს.
სულაც არაა რთული, უბრალოდ დაიმახსოვრეთ ფერი, რომელიც თქვენს ციფრს ეკუთვნის. გაიხალისეთ ყოველდღიური რუტინა ამ სასიამოვნო გასართობით.
აირჩიეთ რიცხვი 1-სა და 30-ს შორის.
მაგალითაც ჩვენ ავირჩიეთ 15.
შეხედეთ ამ სურათს, თუ თქვენი შერჩეული რიცხვი მასში არის, მაშინ ყვითელი ფერი ჩაინიშნეთ.
აქ არის 15, ამიტომაც ჩავინიშნეთ ყვითელი ფერი.
ახლა ამ ცხრილს შეხედეთ. თუ აქ არის თქვენი შერჩეული ციფრი, მაშინ ნარინჯისფერი ჩაინიშნეთ.
აქაც არის 15 . ამიტომაც ვინიშნავთ ნარინჯისფერს.
შეხედეთ ამჯერად ამ ცხრილს. თუ შეამჩნევთ რჩეულ რიცხვს, ჩაინიშნეთ იასამნისფერი.
ისევ ვიპოვნეთ 15! იასამნისფერიც ჩანიშნულია.
თუ აქაც ხედავთ, ჩაინიშნეთ წითელი.
წითელიც ჩავინიშნეთ.
შეხედეთ ამ გრაფას. აღმოაჩინეთ ჩაფიქრებული რიცხვი? თუ კი, მოინიშნეთ მწვანე.
აქ უკვე აღარაა 15.
ამ სურათზე წარმოდგენილია ფერების გრაფათა ნუმერაცია. მიუმატეთ ციფრები იმ ფერების მიხედვით რაც ჩაინიშნეთ. არის ის ციფრი რაც აირჩიეთ?
გვქონდა ყვითელი — 1, ნარინჯისფერი −2, იასამნისფერი — 4, და წითელი — 8. მოდი მივუმატოთ.
1 + 2 + 4 + 8 = 15! ესაა ჩაფიქრებული.