არტ-თერაპიის მეთოდები ფსიქოლოგიისა და შემოქმედობითობის შერწყმაა. ის შემთხვევით არ შეიცავს სიტყვა „თერაპიას“, რადგანაც ეს პროცესი ამშვიდებს, არასასურველ ფიქრებს ფანტავს, მოდუნებას უწყობს ხელს და შესაძლებლობას გაძლევთ ძალები აღიდგინოთ, დაფარული რესურსები გამოამჟღავნოთ და კონცენტრირდეთ.
არტ-თერაპიის მეთოდიკა 1938 წელს პირველად მხატვარმა ადრიან ჰილმა გამოიყენა. ის საკუთარ ნაწერებში აღწერს სანატორიუმში ტუბერკულიოზით დაავადებულთა მკურნალობის ხერხებს. მეთდები მოგვიანებით აშშ-ში შემოიღეს, რათა მეორე მსოფლიო ომგამოვლილ ბავშვებისთვის, რომლებიც ფაშისტურ ბანაკებში იმყოფებოდნენ, დახმარება აღმოეჩინათ.
ახლა არტ-თერაპია ფართოდ გავრცელებული ფსიქოთერაპიაა, რათა ემოციური მდგომარეობა დასტაბილურდეს და ტვინის ფუნქციონირება გაუმჯობესდეს. წარმოგიდგენთ მის გამოყენებას ყოველდღიურ, თანამედროვე ცხოვრებაში.
არტ-თერაპიის მეთოდები
თუ დაიღალე, ყვავილები დახატე.
თუ რისხვამ მოგიცვათ, დახატეთ ხაზები.
თუ სულიერად ხართ ავად, დაკავდით თიხით.
თუ მოწყენილი ხართ, ქაღალდი სხვადასხვა ფერის საღებავებით მოხატეთ.
თუ შიშს განიცდით, დაწენით მაკრამე.
თუ აღშფოთებული ხართ, დაჭერით ფურცელი წვრილ ნაწილებად.
თუ განიცდით, ორიგამის ფიგურები გააკეთეთ.
თუ მოდუნება გინდათ, ზოლები დახატეთ.
თუ რაღაცის გახსენება გინდათ, ლაბირინთები დახატეთ.
თუ სასოწარკვეთილი ხართ, გზები და ბილიკები დახატეთ.
თუ რამის გაგება და დალაგება გჭირდებათ, მანდალა დახატეთ.
თუ ძალების აღდგენა გსურთ, პეიზაჟები დახატეთ.
თუ ფიქრების სისტემატიზირება გინდათ, კვადრატები დახატეთ.
თუ გრძნობებში გარკვევა გსურთ, ავტოპორტრეტი დახატეთ.
თუ პრობლების გადაწყვეტა უნდა მოიფიქროთ, ბეჭდები და ტალღები დახატეთ.
თუ გამოუვალ სიტუაციაში ხართ და წინსვლა გშირდებათ, სპირალები დახატეთ.
თუ მიზანზე უნდა კონცენტრირდეთ, სამიზნეები და ბადეები დახატეთ.
თუ რამით უკმაყოფილო ხართ, რაიმე ნახატი გადაიხატეთ.
თუ მოღუშული ხართ, ცისარტყელა დახატეთ.
თუ რამის დამახსოვრება გსურთ, ფერადი ლაქები დახატეთ.
უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: „მხატვრობა ყურადღების გადატანის იდეალური საშუალებაა. არ ვიცი სხვა ასეთივე ხერხი, რომ გონებას სხეულის დაღლის გარეშე ამშვიდებდეს.
როგორმა შფოთვამ ან შეწუხებამაც არ უნდა მოგიცვათ, როცა რაიმის ხატვას იწყებთ, მისი ადგილი თავში აღარაა.“ ამიტომაც, ყოველთვის გამონახეთ დრო შემოქმედებისთვის, რათა ფსიქოლოგიური წონასწორობა დაიცვათ.