სუში, ანიმე, ნინტენდო, სამურაი, პოკემონი, უმაღლესი ტექნოლოგიები, საკურა… დიახ, იაპონია ნამდვილად ულტრა-მრავალფეროვნებით ხასიათდება. მაგრამ, არის რაღაც, რაც ადამიანებს არ აფიქრდებათ სიტყვა “იაპონიის” მოსმენისას – თოვლი. არა ჩვეულებრივი, არამედ იმდენად ბუმბერაზი, რომ მსოფლიოს თოვლის დედაქალაქად ჩაითვალოს. თუ ტატეიამა კურობეში მანქანით გაივლით, უნიკალური გზის პეიზაჟი დაგხვდებათ.
გახსოვთ დიდი ყინულის კედელი Game of Thrones-ში?
თურმე რეალურობა ისეთივე მომნუსხველია, როგორც ფანტაზია. ტოკიოდან რამდენიმე საათი გზის სავალზე ეს საოცარი ადგილი გეგებებათ.
ეს “იაპონიის სახურავის” ნაწილია, მთის გზა
ტოკიოს ჩრდილოეთით წოდებული “იაპონიის სახურავი” 90 კმ გზით ხასიათდება, ყინულის კედელი შოუს დასვნითი ნაწილია.
ადგილი დათვალიერებისთვის წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვითაა გახსნილი
ცნობისმოყყვარე ტურისტებს მისი მონახულება ლიმიტირებული დროით შეუძლიათ. 2019 წელს, თოვლის დერეფანი 15 აპრილიდან 22 ივნისამდე იქნება ღია.
ტურისტებს ფეხით 1 საათი შეუძლიათ სვლა
აქ დღეში 5000 ვიზიტორია.
ბოლოში თოვლის კედელი მაქსიმალურ სიმაღლეს – 17 მეტრს აღწევს
ეს იმაზე მეტია ვიდრე საშუალო სამსართულიანი შენობა.
დაშვებულია მხოლოდ სპეციალური ტურისტული ავტობუსები
ბილეთის საფასურია 40 $
იმისთვის, რომ გზა სტუმრებისთვის მოამზადონ, იაპონელები სპეციალურ მანქანებს იყენებენ
აქ არ დაგხვდებათ მხოლოდ “თოვლის ატრაქციონი”
ჩრდილოეთით ქალაქი აომორი მდებარეობს, 300 000 მაცხოვრებლით.
ქარბუქმა და ყინულის შტორმებმა აომორი უნიკალური ფორმის ქალაქად აქცია
თოვლის მასებმა არაორდინალური ფორმები მიიღეს.