10 ფაქტი, რომელიც ყავის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ

ყავა გლობალური ფენომენი და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ის მეთოთხმეტე საუკუნიდან მოყოლებული სოციალური ცხოვრების ცენტრადაც იქცა. მისი აღმოჩენის ბევრი ლეგენდა არსებობს და არავინ იცის ზუსტი ვერსია. წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს.

სიტყვა “ყავა” არაბული წარმოშობისაა

ყავა მოდის არაბული სიტყვიდან qahwah, რომელიც ღვინის სახეობას ასახავდა. ბევრი თვლის, რომ ღვინის მსგავსად, ყავასაც მათრობელა ეფექტი აქვს. მაგრამ qahwah სხვა არაბულ სიტყვა quwwa-საც ენათესავება, რომელიც ენერგიას/ძალას აღნიშნავს.

არავინაა დარწმუნებული ვინ აღმოაჩინა პირველად ის

ზოგი ლეგენდა ამას მიაწერს ეთიოპიელ მწყემსს, რომელმაც მე-9 საუკუნეში უცნაური რამ შეამჩნია: მისი ცხვრის ფარა ერთ-ერთი მცენარის მარცვლების მირთმევისას უფრო აქტიური ხდებოდა, თავადაც გასინჯა და მანაც იგივე იგრძნო.

სხვა თქმულების მიხედვით, მოროკოელმა მისტიკოსმა ეთიპიაში მოგზაურობისას უცნაურად აქტიური ფრინველები შენიშნა. ისინი სპეციფიკურ მარცვლებს მიირთმევსნენ, გასინჯა და სიცოცხლისუნარიანობა იგრძნო.

ადამიანები წლების განმავლობაში არ აკეთებდნენ სასმელს ყავის მარცვლებისგან

მარცვლები ეთიოპიაში დაახლოებით 800 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ ადამიანები მას უბრალოდ ღეჭავდნენ.მე-15 საუკუნეში კი, როცა ზღვაზე გადატანა და ვაჭრობა დაიწყეს, იემენში გადაწყვიტეს მოეხარშათ ისინი და დაელიათ.

ყავის სმის უძველესი კვალი იემენშია

მე-15 საუკუნის განმავლობაში სვამდნენ მას კონცენტრაციის განვითარებისთვის, ღამე მუშაობის ან უბრალოდ გათენებისთვის, მიირთმევდნენ მლოცველები…

საუკუნეების მანძილზე, ყავას ისლამურ სამყაროში მოიხმარდნენ

იემენის ფერმერებმა მოიყვანეს ყავის მარცვლები და მთელ არაბეთს, თურქეთსა და სპარსეთს ამარაგებდნენ. ძირითადად მოხმარებული იყო რელიგიური კონტექსტით.

ყავას ყოველთვის მნიშნელოვანი როლი ჰქონდა სოციალურ ცხოვრებაში

საჯარო ყავის სახლები, ასოცირებული სუფიზმთან, პოპულარობას მე-16 საუკუნეში აღწევს. პირველი ასეთი ადგილი კაიროში, ეგვიპტეში გაიხსნა. ადამიანები სტუმრობდნენ ყავის დასალევად, მუსიკის მოსასმენად, ჭადრაკის საღამაშოდ და რელიგიაზე სასაუბროდ. მალე ყავის სახლები ინფორმაციის მიღების და გაზიარების მთავარ ცენტრებად იქცა.

ყავა ერთხელ მექაში აკრძალეს

სასმელი ისეთი პოპულარული გახდა, რომ “არაბული ღვინო” უწოდეს. მაგრამ, 1511 წელს, მექაში რელიგიურმა მეცნირებმა აკრძალეს. 1524 წელს აკრძალვა ოტომანების მმართველმა გააუქმა.

ის ეთიოპიურმა ორთოდოქსულმა ეკლესიამაც აკრძალა

ყავა აკრძალეს, რადგანაც “მუსლიმურ სასმელად” აღიქმებოდა. მხოლოდ მე-19 საუკუნეში მორბილდნენ ყავის მიმართ და ისლამთან ასოციაციას აღარ აკავშირებდნენ.

ყავა ევროპაში პირველად მე-16 საუკუნეში მოხვდა

მალტის კუნძულზე თურქმა მუსლიმმა მონებმა გადაიტანეს. მალტის მაღალ საზოგადოებაში პოპულარობას მალე მიაღწია და ყავის მაღაზიებიც გაიხსნა.

ყავამ ევროპის კონტინენტზე ვენეციიდან შეაღწია

პირველი ყავის სახლი ევროპის მიწაზე ვენეციაში, 1645 წელს გაიხსნა.

კომენტარის დატოვება