1. ვერძი
თქვენ მის მოსახიბლად თავის დაფასება მოგიწევთ. არ გაშალოთ თქვენი ყველა კარტი, რადგან მისთვის მთავარი რთული გამოწვევაა. მას სურს ქალს მისდიოს და დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ მოიპოვოს იგი. იყავით წყნარი, მშვიდი და თავშეკავებული, რაც საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს მოგიტანთ.
2. კურო
ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი, რომლითაც კურო გამოირჩევა, დროა. მათ გარკვეული პერიოდი ჭირდებათ, რათა სასიყვარულო ურთიერთობაში ბოლომდე გაიხსნან და საკუთარი გრძნობები სასწორზე დადონ. არ აიძულოთ მათ ზედმეტი მოვალეობის აღება თავიდანვე, თორემ გაიქცევიან და ვეღარასდროს დაიჭერთ.
თავს მოახვიეთ გემრიელი სადილები, იყიდეთ ახალი თეთრეული და გაუმასპინძლდით მას იდეალური ვახშმებით. ეს ისეთი საჩუქარია, რომელიც მათ ყველაზე მეტად მოაქცევს თქვენი ზეგავლენის ქვეშ.
3. ტყუპი
ტყუპების ნიშნის წარმომადგენლებს გვერდით ისეთი ადამიანი უნდათ, რომელიც მათ გაართობს და თავს დაფასებულად აგრძნობინებს. თუ გსურთ რომ მას თავი შეაყვაროთ, ყველაფერს მარტივად მიუდექით. დაიწყეთ მეგობრობით და აცადეთ ურთიერთობას განვითარება. სიყვარულის გაჩენა მის გულში მარტივად შეგიძლიათ, თუ ტყუპს რაიმე არაორდინალურს შესთავაზებთ.
4. კირჩხიბი
თუ გსურთ რომ კირჩხიბის გული მოიგოთ, უნდა იყოთ გულახდილი, პოზიტიური და სანდო. მათ სძულთ ფსიქოლოგიური თამაშები და ამიტომ კარგი იქნება, თუ მათთან პირდაპირი იქნებით. კირჩხიბს ძლიერი ქალი მოსწონს, ამიტომ მუდამ დაიცავით თქვენი ინტერესები. თუ იგი დაინახავს, რომ თქვენგან რამის სწავლა შეუძლია, მუდამ თქვენთან დარჩება.
5. ლომი
ეს ნიშანი მართლაც სენსიტიური და ემოციური არსებაა, თქვენ სწორედ ამის გააზრება გჭირდებათ. დაანახეთ მათ თქვენი სუსტი მხარე და მზად იყავით გრძელი და მგრძნობიარე საუბრებისთვის. მათ დამოუკიდებელი ქალი ხიბლავთ, ასე რომ კარგად დაანახეთ თქვენი ინდივიდუალური აზრი თითოეულ საკითხზე.
6. ქალწული
ქალწულებს მუშაობის მოყვარული და ძლიერი ქალები ხიბლავთ. თუ თქვენ გამუდმებით საკუთარი აზრის მიხედვით იმოქმედებთ, ეს მათ თვალში ყველაზე სექსუალურ არსებად გაქცევთ. აგრძნობინეთ მას, რომ მუდამ მზად ხართ მის დასახმარებლად.
7. სასწორი
თუ სასწორისგან სიყვარულს ითხოვთ, მაშინ მას პირველ რიგში თქვენი სიყვარული უნდა დაანახოთ. უნდა უთხრათ, თუ როგორ შესანიშნავ და დიდებულ პიროვნებად თვლით მას. აგრძობინეთ, რომ მათთან ყოფნა ყველაფერს გირჩევნიათ და იგი აუცილებლად შეგიყვარებთ.
8. მორიელი
თამაშები მორიელს ყველაზე მეტად ხიბლავს და აყვარებს თქვენს თავს. მას უყვარს დევნა, ამიტომ მიეცით თქვენთვის გამოკიდების საფუძველი და ითამაშეთ მისი წესებით. დაანაეთ მას, რომ მხოლოდ ის არის თქვენი სიყვარულის ღირსი და ამით სამუდამოდ მოიპოვებთ მის გულს.
9. მშვილდოსანი
თუ გსურთ რომ მშვილდოსანს თავი შეაყვაროთ, ნუ გექნებათ მასთან სექსი პირველივე პაემანზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ინტელიგენტი, სექსუალური და ძლიერი მამაკაცია, თავის შეკავების გარეშე მას ინტერესს დააკარგვინებთ. კარგ გარეგნობასთან ერთად, თქვენ დელიკატური ქცევებიც გჭირდებათ, რათა მას გრძნობები აღუძრათ თქვენს მიმართ.
10. თხის რქა
თუ გსურთ რომ თხის რქა მოხიბლოთ, მხარი დაუჭირეთ მის ამბიციებსა და კარიერულ წინსვლას. თქვენ შეიძლება უდიდესი გრძნობები გქონდეთ მის მიმართ, მაგრამ თხის რქას დარწმუნებამ მხოლოდ თქვენ საქციელს შეუძლია. იყავით აქტიური და დაანახეთ მას, რომ თქვენი სიყვარულისთვის ყველაფერზე ხართ წამსვლელი.
11. მერწყული
მათთვის თავის მოწონება შეიძლება შეუსრულებელ მისიად იქცეს. მერწყულები უნიკალურები არიან და უნიკალურ პარტნიორსაც ეძებენ. თუ რომელიმე კრეატიული ნიჭით ხართ დაჯილდოებული, მაგალითად ცეკვით ან ხატვის ნიჭით, აუცილებლად დაანახეთ მას ეს. უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენი გონება მრავალფეროვანი და ამასთანავე, დაანახეთ რომ სანდომიანი ხართ.
12. თევზი
თუ გსურთ რომ თევზი თქვენს მიმართ უდიდეს სიყვარულს განიცდიდეს, მას ლიდერობის უფლება უნდა მისცეთ. მიეცით ნება გაგანებივროთ რომანტიული ვახშმებითა და ჟესტებით. ყოველთვის დიდი მნიშვნელობა მიანიჭეთ მის განცდებს და იყავით ბუნებრივი, იგი ამას ყველაზე მეტად დააფასებს.