ვინეგრეტი ვაშლითა და მჟავე კომბოსტოთი – გემრიელი სამარხვო სალათა

გემრიელი ვინეგრეტი ვაშლითა და მჟავე კომბოსტოთი არის სამარხვო სალათა, მოხარშული და გაციებული, უმი, შემჟავებული ბოსტნეულითა და ხილით. სახელწოდება წარმოიქმნა ფრანგული სოუსისგან, რომელიც მზადდება ძმრისგან, ზეითუნის ზეთისა და მდოგვისგან (vinaigrette).

ამ სალათის ბოსტნეული შეგიძლიათ მოხარშოთ, მოამზადოთ ორთქლზე ან გამოაცხოთ. სალათა მხოლოდ რამდენიმე საათით ინახება, ამიტომ მიირთვით მომზადებისთანავე.

ვინეგრეტის სალათა უხდება სამარხვო და ვეგეტარიანულ მენიუს.

4-5 პორციის ინგრედიენტები

  • 3 ჭარხალი
  • 3 სტაფილო
  • 4 კარტოფილი
  • 1 ვაშლი
  • 1 ხახვი
  • 3 დამარინადებული კიტრი
  • 1 ჭიქა მჟავე კომბოსტო
  • 0,5 ჭიქა დაკონსერვებული ბარდა
  • 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • ძმარი, შაქარი, მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება

მოხარშული ჭარხალი გავფცქვნათ, დავჭრათ ნახევარ სანტიმენტიან კუბებად, მოვასხათ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ჭარხალს ზეთს ვასხავთ იმიტომ, რომ მან არ შეღებოს სხვა პროდუქტები.

კარტოფილი, რომელიც ქერქიანადაა მოხარშული, გავფცქვნათ და დავჭრად იმავე ზომის კუბებად.

შემდეგ დავამატოთ მოხარშული სტაფილო, დანარჩენი ინგრედიენტები უნდა იყოს უმი ან დამწნილებული.

ტკბილ-მჟავე ვაშლი გავჭრათ შუაზე, ამოვაჭრათ გული, შემდეგ დავჭრათ წვრილად და ჩავამატოთ სალათაში.

ერთი თავი ხახვი დავჭრათ თხელ ნახევარრგოლებად, ჩავყაროთ პატარა ჯამში, დავამატოთ ერთი ჭაის კოვზი შაქარი, მარილი, ერთი სუფრის კოვზი 9%იანი ძმარი და ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. ხახვი მარინადში რჩება 5-7 წუთით. შემდეგ გადავწუროთ, გავაციოთ და მივამატოთ სალათას.

წვრილად დავჭრათ კიტრის მწნილი. დავამატოთ სალათას.

დაკონსერვებული ბარდა გადავწუროთ, გადავავლოთ თბილი წყალი და ჩავყაროთ სალათაში.

კომბოსტოს მწნილი 5 წუთით ჩავალბოთ ცივ, ანადუღარ წყალში, გავწუროთ, დავჭრათ წვრილად და ჩავამატოთ სალათას.

ბოსტნეულს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, ავურიოთ. შევდგათ მაცივარში 15-20 წუთით.

ვინეგრეტი სუფრასთან მივიტანოთ პურთან ერთად.

არსებობს 2 პროდუქტი, რომლებსაც არ შეუძლიათ უერთმანეთოთ არსებობა: ვინეგრეტი და დამარილებული ქაშაყი. გემრიელად მიირთვით!

კომენტარის დატოვება