ბაზლამა – თურქული კვერია. თურქები მას საუზმეზე ჩაისთან ერთად მიირთმევენ და ნაღების კარაქს აყოლებენ. ძალიან გემრიელია ბაზლამას ჭამა ყველთან ერთადაც. კლასიკური რეცეპტის მიხედვით, მათ საფუარსა და წყალზე ამზადებენ, მაგრამ ალტერნატიული მეთოდიც არსებობს.
როგორ მოვამზადოთ ტაფაზე
დიდი პლიუსია, რომ მისთვის საჭირო ინგრედიენტებს ხელის თითებზე დაითვლით. ყველა მათგანი იაფი და ხელმისაწვდომია.
ინგრედიენტები
- 400 გ ხორბლის ფქვილი
- 250 მლ კეფირი
- მარილი
- 1 ჩ.კ. სოდა
მომზადება
- ფქვილს დაუმატეთ მარილი და სოდა.
- მოზილეთ მსუბუქი ცომი. კეფირის შემცველობის მიუხედავად, ის 250გ მოგიწევთ, ან ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები. მთავარია ცომი ფაფუკი გამოვიდეს.
- ხელებზე რომ არ მიგეწებოთ, მცენარეული ზეთი წაისვით.
- შედგით ცომი მაცივარში 10წუთით.
- გაყავით 5 ნაწილად. თითოეულ ნაწილს გაბრტყელებით მრგვალი ფორმა მიეცით.
- არჭეთ ჩანგალი მთელს პერიმეტრზე. გააცხელეთ ტაფა.
- საშუალო ცეცხლზე შეწვით ორივე მხარეს ოქროსფერ შეფერილობამდე. ტაფაზე ზეთის წასმა საჭირო არაა. როცა კვერები შეიწვება, გადაუსვით ნაღების კარაქი.
მიღებული შედეგი მშვენივრად ჩაანაცვლებს პურს.
ეს მზარეული ისე ჰაეროვნად აკეთებს კვერებს, რომ სულ 15 წთ ეხარჯება. უყურეთ ვიდეოს, რომელშიც დავწრილებით აღწერს მომზადების ხერხებს.