ჰუმუსი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. აღმოსავლური სამზარეულოს მარგალიტს სახლში ადვილად მოამზადებთ.

ჰუმუსი პირველად XIII საუკუნის არაბულ წიგნებშია მოხსენიებული, ახლა კი მას მსოფლიოს ყველა კუთხეში იპოვნით. ეს საოცრად სასარგებლო საკვები ცილის წყაროა, ამცირებს საჭმლისადმი მიდრეკილებას და არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. კვლევებმა დაადასტურა, რომ ჰუმუსი ონკოლოგიური დაავადებების რისკსაც ამცირებს.

მასში შემავალი ინგრედიენტები მოდუნების და დაძინების საშუალებასაც ადვილად გაძლევთ. ჰუმუსი მოხარშული მუხუდოსგან მზადდება, რომელიც კარგი დანამატია სალათების უმრავლესობისთვის.

რეცეპტი საშინაო პირობებში

ჰუმუსი ბევრი ცნობილი ადამიანის საყვარელი კერძია. კვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ჰუმუსს მიირთმევენ, კიბოს განვითარებისკენ ნაკლებად არიან მიდრეკილნი. ბევრი რეცეპტი არსებობს, თუმცა 3 ყველაზე პოპულარულს წარმოგიდგენთ.

ჰუმუსის კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები
  • 1,5 ჭიქა დაკონსერვებული მუხუდო
  • 1/4 ჭიქა ტაჰინი (სეზამის პასტა)
  • 1/2 ჩ.კ. ძირა
  • 1/2 ჩ.კ მარილი
  • 1/4 ჭიქა ლიმნის წვენი
  • 2 ს.კ. წყალი
  • 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
მომზადება
  1. აურიეთ მუხუდო, ნიორი, ძირა და მარილი. დაჭყლიტეთ ბლენდერში. თანდათანობით ამატეთ ლიმნის წვენი, შემდეგ წყალი.
  2. მასას დაუმატეთ ტაჰინი და განაგრძეთ არევა. როცა ის ერთგვაროვანი გახდება, ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. დატოვეთ ჰუმუსი რომ 30 წუთის მანძილზე გაცივდეს. შეგიძლიათ მორთოთ ზეითუნის ზეთით ან მწვანილით.
გუაკამოლე-ჰუმუსი

ინგრედიენტები
  • დიდი მწიფე ავოკადოს ნახევარი
  • 450 გ დაკონცერვებული მუხუდო
  • 1/3 ჭიქა ტაჰინი
  • 1/4 ჭიქა ლაიმის წვენი
  • 1 კბილი ნიორი
  • 3/4 ჩ.კ. მარილი
  • 1/4 ჩ.კ. დაფქული ძირა
  • 1 ჭიქა ქინძის ფოთლები ღეროებით
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 მუჭა გოგრის მარცვლები
მომზადება
  1. აურიეთ ბლენდერში ავოკადო, მუხუდო, ტაჰინი, ლაიმის წვენი, ნიორი, მარილი, პილპილი და ქინძი. დაჭყლიტეთ ერთგვაროვან მასამდე 1 წუთის მანძილზე. პროცესში დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. ჰუმუსი ჰაეროვანი გამოვა.
  2. გოგრის მარცვლები მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 10 წუთით.
  3. გააცივეთ ჰუმუსი, დაამატეთ მწვანილი და მარცვლები.
ჭარხლის ჰუმუსი

ინგრედიენტები
  • 2 საშუალო ჭარხალი
  • 450 გ დაკონსერვებული მუხუდო
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1/4 ჭიქა ყველი ფეტა
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ლიმნის ქერქი
  • 2 ს.კ. ლიმნის წვენი
  • პილპილი
  • მარილი
მომზადება
  1. გააცხელეთ გაზქურა 220 გრადუსზე. მოათავსეთ ჭარხალი გამოსაცხობ ფორმაში და დააწვეთეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი. აცხვეთ 45-60წთ, სანამ ბოსტნეული მსუბუქი არ გახდება.
  2. გააცივეთ მზა ჭარხალი და დაჭერით ნაჭრებად.
  3. აურიეთ ბლენდერში მუხუდო, ჭარხალი, ყველი, ნიორი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ლიმნის ქერქი, ლიმნის წვენი, პილპილი და მარილი. მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე.
  4. გააცივეთ ჰუმუსი. მიიტანეთ ლავაშთან და ჩიფსებთან ერთად.

კომენტარის დატოვება