თინეიჯერები დედას მკერდის პლასტიკურ ოპერაციას სთხოვენ და ქირურგები ამას არაეთიკურად არ თვლიან

ბევრი სელებრითის წყალობით, შოკს აღარ იწვევს ფაქტი, რომ თინეიჯერები სხეულის გარკვეული ნაწილების გამო თავს არაკომფორტულად გრძნობენ.

პლასტიკური ქირურგია თინეიჯერებში

ამერიკული კვლევების მიხედვით, 2017 წელს, 11-დან 17 წლამდე თინეიჯერებში სხეულის გადაკეთების მოთხოვნა თერთმეტმა პროცენტმა წამოაყენა.

ექსპერტები ამას სოციალური ქსელების მუდმივ სქროლვას უკავშირებენ. მათში ღვივდება იდეალური ფორმების მიმართ სწრაფვა.

მკერდის იმპლანტი

რამდენიმე პლასტიკური ქირურგი ამბობს, რომ ისინი სპეციალურ ზომებს იღებენ, რათა გარანტია მიიღონ, რომ თინეიჯერების მშობლები შვილების საოპერაციო მაგიდაზე დაწოლის თანახმანი არიან და მხარს უჭერენ მათ. ამასთან, პაციენტებიც ემოციურად სტაბილურნი უნდა იყვნენ.

ექიმი ბურ ვონ მაურისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ეთიკას, როცა თინეიჯერს მკერდის პლასტიკურ ქირურგიას უკეთებს.

2017 წელს მან თინეიჯერს, ერანდის ვალენსიას მსგავსი ოპერაცია ჩაუტარა.

კრიმინალია?

ექიმი მაური ფიქრობს, რომ არა. ის ბედნიერია, თუ პატარა გოგონები სკალპელის ქვეშ დაწოლას გაბედავენ, იმ შემთხვევაში, თუ მშობლები თანახმანი არიან. ინტერნეტში თინეიჯერს, დედას და ექიმს მკაცრად აკრიტიკებენ. ისინი ამბობენ, რომ ერანდენს თავდაჯერებისთვის დიდი მკერდი არ სჭირდება.

“საწყენია, რომ მშობლებმა არ აღზარდეს ისე, რომ საკუთარი თავი ისეთი უყვარდეს, როგორიცაა და საშუალებას აძლევენ ამ ასაკში ეს გააკეთოს.”

“ყველანაირი ზომის მკერდის გოგონა ბრწყინვალეა!”

“ადრე ახალგაზრდები კოლეჯში განათლების მისაღებად და სწავლისთვის მიეშურებოდნენ”

“არ გჭრდება იმპლანტი იმისთვის, რომ თავდაჯერებული გოგო იყო!”

 

კომენტარის დატოვება