როგორ იქცევიან მდიდარი ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში

ყველა ადამიანი ოცნებობს უდარდელ ცხოვრებაზე, მაგრამ ცოტას თუ გამოსდის ეს. ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, იმისთვის, რომ მდიდარი და გავლენიანი გახდე, კონკრეტული ცხოვრების წესი უნდა დაიცვა და სწორი ჩვევები გამოიმუშაო. მართლაც, წარმატებული ადამიანების ქცევები ერთმანეთს ჰგავს. ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, ილონ მასკი და სტივ ჯობსი ამის მაგალითები არიან.

დაგეგმვა უმნიშვნელოვანესია!

ილონ მასკს ხანდახან თანამედროვე თომას ედისონს უწოდებენ, რომელიც საკუთარო დროის დაგეგმვის მასტერია. ილონმა დატვირთული გრაფიკი გამოიმუშავა, რომელიც ძალიან ბევრი დავალების შესრულებას და სამუშაოს მოიცავს. ამასთან, მასკს არ ავიწყდება ოჯახი და ცდილობსუფრო მეტი დრო გაატაროს მათთან. “გამომდის, რომ ერთდროულად შევამოწმო ფოსტა და დრო ბავშვებთან გავატარო”-ამბობს მასკი.

მიზანდასახულობა პირველ რიგში

მუდმივი დაგეგმვის გარდა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს თუ რა მიზნებისკენ მივისწრაფვით. ბილ გეითსი თავის დროზე წერდა: “წელიწადში ორჯერ განმარტოებული ფიქრის კვირას ვაწყობ. ამ დროს ყოველდღიური საზრუნავი გვერდზე გადადის და ყველაზე რთულ ტექნიკურ და კომერციულ პრობლემებზე ვფიქრობ.”

არანაირი ტელევიზორი!

სად არის ამის დრო? მდიდრები მის ეკონომიას წევენ და ყველაზე უსარგებლო გასართობით არ არიან დაკავებულნი. წარმატებული ადამიანები პრაქტიკულად არ უყურებენ ტელევიზორს. სტივ ჯობსი წერდა: “ტელევიზორი ბევრ დროს კლავს. გამორთეთ და შეინარჩუნოთ ცხოვრება ტვინის უჯრედების სათანადო რაოდენობით”

კითხვა ყოველთვის აქტუალურია

ცისფერი ეკრანის ნაცვლად, მილიონერები წიგნების გარემოცვაში ატარებენ დროს. კითხულობენ ბევრს და გამალებით. მარკ ცუკერბერგი ამბობდა: “კითხვა ინტელექტუალური დაკმაყოფილებაა. წიგნების მეშვეობით მლიანად იძირები შენთვის საინტერესო ან საჭირო თემაში და მას სრულყოფილად შეისწავლი, ნებისმიერ მედიაზე მეტად.” დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მარკი კვირაში მინიმუმ 1 წიგნს კითხულობს.

ბევრი მუშაობა

წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საიდუმლო სიზარმაცის არქონაა. თავიდან ილონ მასკი კვირაში 100 საათი მუშაობდა. მომავალში გამოტყდა, რომ ეს ცოტათი ზედმეტიც კი იყო. ახლა, საათები 80-მდე დაიყვანა. ამასთან ნახულობს ოჯახს, აწყობს პრად ცხოვრებას და ისვენებს კიდეც.

არ ეშინიათ გარისკვა

გაანალიზებული რისკი ნებისმიერი წარმატებული ადამიანის ერთგული მეწყვილეა. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საბოლოოდ მსოფლიოს ცვლიან. ოდესღაც, კნოპკიანი Blackberry-ის პერიოდში წარმოადგინა სტივ ჯობსმა მთლიანად სენსორული ეკრანის მქონე ტელეფონი. ახლა კი სმარტფონის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია!

პონტები — მათთვის არაა!

წარმატებული ადამიანები ხშირად მოკრძალებულები და მოკრძალებულებბი არიან. მაგალითად ცუკერბერგი, მუდამ ნაცრისფერ სამოსს ატარებს, ერთნაირ მაისურებს, შავ ჟაკეტებს, ჯონსს და კეტებს. ამით დროის ეკონომიას აკეთებს და სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრირდება.

 

დადებითი განწყობა და არანაირი პანიკა

მილიონერები ყველა პრობლემას როგორც დავალებას ისე უდგებიან. იმის მაგივრად, რომ ინერვიულონ და დაიძაბონ, ეძებენ ხერხს მის გამოსასწორებლად. ამასთან, ეს ადამიანები არასდროს აგდებენ პანიკაში სხვებს. თუ ჯგუფში ერთი მოთამაშე მაინც დემორალიზებულია, მათი გამარჯვების შანსები იკლებს.

 

კომენტარის დატოვება