როგორ მოვამზადოთ ფხვიერი ორცხობილა ნაღების კარაქზე

ფხვიერი ნამცხვარი ისეთი ნაზი უნდა იყოს, რომ თოვლივით დნებოდეს. გთავაზობთ ტკბილ, მტვრევად ორცხობილას, რომელზეც ყველა დესერტის მოყვარული ოცნებობს. ის მომზადებისთანავე დაიპყრობს თქვენს გულს.

ფხვიერი ორცხობილა ნაღების კარაქზე

ინგრედიენტები

  • 100 გ ნაღების კარაქი
  • 120 გ ფქვილი
  • 50 გ შაქრის პუდრა
  • 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 5 ს.კ. შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1 ვანილინი
  • მარილი

მომზადება

  1. რბილი კარაქი აურიეთ შაქრის პუდრაში.

     

  2. ცალკე ჭურჭელში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და ვანილინი.

     

  3. ეს ნარევი დაამატეთ კარაქს და მოზილეთ ცომი. მიეცით პატარა ბურთის ზომა და 1 საათით მაცივარში მოათავსეთ.

     

  4. ახლა გაყავით ორ სხვადასხვა ნაწილად, დაჭერით და პატარა ნაჭრების ფორმა მიეცით.
  5. ცალკე გატეხეთ კვერცხი და სხვა ჭურჭელში ჩაყარეთ შაქარი. თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ჯერ კვერცხში, შემდეგ შაქარში და მოათავსეთ კარაქწასმულ ღუმელში. გამოაცხვეთ 15-20 წთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.

    ორცხობილა მზადაა! მოადუღეთ ჩაი და მიაყოლეთ გემრიელი დესერტი.

კომენტარის დატოვება