როგორ მოვამზადოთ სამსა სახლში

უზბეკური სამსა შიგთავსით ფენოვანი ცომისგან მზადდება, რათა ლამაზად მოეხვიოს. როცა მარტივად გსურთ ღვეზელის დამზადება და სტუმრების გახარება, ის კეფირზე მოამზადეთ. ამ შემთხვევაში ის უფრო მსუბუქი და  ფუმფულა გამოვა. სახლში დამზადებული სამსა არავის დატოვებს გულგრილს. დააგემოვნეთ და მიხვდებით!

ინგრედიენტები

კვერცხი 2ც
კეფირი 250 მლ
მარილი 1.5 ჩ.კ.
სოდა 0.5 ჩ.კ.
ლიმნის წვენი 0.5 ჩ.კ.
მზესუმზირის ზეთი 3 ს.კ.
ხორბლის ფქვილი 4 ჭიქა
ქათმის ფარში 300გ
კარტოფილი 2ც
ხახვი 3 ც
შავი პილპილი 0.5 ჩ.კ.
ქათმის საკმაზი 0.5 ჩ.კ.

მომზადება

  1. ღრმა ჭურჭელში ჩანგლით აურიეთ 2 კვერცხი, კეფირი და 1 ჩ.კ. მარილი.
  2. ცალკე ჭურჭელში მოამზადეთ ფქვილი სოდით და ლიმნის წვენით, დაასხით კვერცხის მასა, დაამატეთ მზესუმზირის ზეთი. მოურიეთ. საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ ფქვილი.
  3. ცომი თავდახურულ მდგომარეობაში 1 საათი დატოვეთ.
  4. მოამზადეთ შიგთავსი. ბლენდერში გაწყლიტეთ ხახვი და კარტოფილი. დაამატეთ ფარშეი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ქათმის საკმაზი და პილპილი. მოზილეთ შიგთავსი ხელით. თუ ხორცსაკეპ მანაქანს გამოიყენებთ, გაანთავისუფლეთ ბოსტნეული წვენისგან.
  5. ცომი დაამრგვალეთ, გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 10 წთ.
  6. მიეცით ფორმები, მოათავსეთ შიგთავსი და თავი სამკუთხედის ფორმით მოახვიეთ.
  7. პერგამენტზე დაალაგეთ და ღუმელში შეუშვით. წაუსვით კვერცხის ცილა და 200 გრადუსზე 20 წუთი გამოაცხვეთ.
როგორც ხედავთ, ცომი საფუარის გარეშეც ამოდის.

კომენტარის დატოვება