სუპერმარკეტების დახლებზე ახლა ყველაფრის პოვნაა შესაძლებელი. განსაკუთრებით საკონდიტრო განყოფილებაში. ნამცხვრების არჩევა ძალიან რთულია, რადგანაც მათი სახეობები მრავალფეროვანია.
თუმცა, ადრე, დესერტები მაინც გემრიელი და პრაქტიკულად მთლიანად ნატურალური იყო. ისინი, რომლებსაც დედები და ბებიები სახლში გვიმზადებდნენ, მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებოდა. გაგაცნობთ ბავშვობის პოპულარულ დესერტებს.
შოკოლადის ძეხვი
ეს წარსულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია, რადგანაც მისი მომზადება მარტივი იყო, ინგრედიენტები კი ხელმისაწვდომი.
კლასიკური ნაპოლეონი
ყველა კარგმა დიასახლისმა იცის მისი მომზადება. მას სერიოზული მოთმინება სჭირდება. ამ დესერტის ვარიაციები მრავალფეროვანია. არსებობს “ზარმაცულიც”, რომელიც ნაკლებ დროს წაგართმევთ.
ჭიანჭველების ბუდე
ამ დესერტს რეკლამა არ სჭირდება. ის უყვართ პირველ რიგში გემოს, მეორე რიგში მომზადების სიმარტივის გამო. სულ 6 ინგრედიენტი, ცოტაოდენი დრო და ღვთაებრივი დესერტი მზადაა. მოასხით ზევიდან შოკოლადი და მიაყოლეთ ცხელი ჩაი.
თაფლის ტორტი
ის იდეალურია ოჯახური დღესასწაულისთვის. მაგრამ, საკმაოდ კალორიულიც. ნაღების კარაქი დიეტური არაა, მაგრამ, შეგიძლიათ მოამზადოთ მის გარეშე. ამ შემთხვევაში ერთზე მეტი ნაჭრის მირთმევას შეძლებთ.
ორცხობილა “ფიჩხი”
საოცრად გემრიელი დესერტი, რომელსაც ძველ დროში ყველა დიასახლისი ამზადებდა. ახლა, ბევრს დრო აღარ აქვს მისი ცხობისთვის, ამიტომაც მიივიწყეს.