11 შეცდომა, რომლითაც თქვენს მობილურს მოსაკლავად იმეტებთ

ჩვენი ყოველდღიური ჩვევების უმრავლესობა შესაძლოა მობილური ტელეფონების გამძლეობას მნიშვნელოვნად აზიანებდეს. ადამიანები ხშირად თვლიან, რომ მათი ტელეფონი ბევრად უფრო მეტს უძლებს, ვიდრე ეს რეალურადაა შესაძლებელი.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში სამსუნგის უამრავი ახალი მობილური უბრალოდ აფეთქდა, დროა საკუთარი მობილურებზე ზრუნვა უფრო უკეთ ვაწარმოოთ, რათა მათი ხმარება რაც შეიძლება უფრო დიდი ხნის განმავლობაში შევძლოთ პრობლემების გარეშე:

არასწორი ხრიკების გამოყენება

ინტერნეტში უამრავი ვიდეო არსებობს, რომლებიც თქვენი მობილურის ეკრანის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა სახის აქსესუარის დამატებას გირჩევენ. ასეთი ხრიკების დაჯერება თქვენი საყვარელი ნივთისთვის თითქმის ყოველთვის ცუდად დამთავრდება.

მზეზე დატოვება

დიახ, ფანჯრიდან შემოსულ მზესაც კი შეუძლია თქვენი მობილურის ელემენტზე ზემოქმედების მოხდენა. ის შესაძლოა შესამჩნევად, გარეგნულად არ გაცხელდეს, თუმცა მისი გამძლეობა მზეზე დატოვების შემთხვევაში თანდათან უფრო და უფრო მოიკლებს.

უხეშად შეერთება

დაკვირვებიხართ, როგორ უხეშად ეპყრობით თქვენი მობილურის შესაერთებელს მაგალითად მაშინ, როდესაც ძილის წინ ცდილობთ მის დატენვას? დამტენის შნური და თავი არც ისე გამძლეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ყოველი უხეში დარტყმა მათ მიერ დენის გატარების უნარს მნიშვნელოვნად აქვეითებს.

სისტემის განახლების გადადება მაშინ, როდესაც ამას თვითონ მობილური გთავაზობთ

თუკი მობილური აპარატი მისი ტანის ფუნქციას ასრულებს, მასში მოთავსებულ სისტემას სულისა და გონების ფუქნციები აქვს ჩაბარებული. მათი განახლება და მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გარეგანი ნაწილების გაფრთხილება. ასევე, მოერიდეთ უცნობი პროგრამების გადმოწერას მობილურით, რადგან მათაც შესაძლოა ძალიან სერიოზულად დააზიანონ მობილური.

შიდა ნაწილის გაწმენდა

არ აარიდოთ თავი მობილურის გახსნასა და მისი შიდა ნაწილების მტვერისგან განთავისუფლებას. ჯიბესა და ოთახში არსებული მტვერიც კი პატარა ნაწილაკებით ავსებს თქვენი მობილურის შიდა სამყაროს, რამაც მისი შენელება შეიძლება გამოიწვიოს.

ჩასადების გარეშე ჩანთაში შენახვა

თუ თქვენ მობილურის ტარება ხელის მაგივრად ჩანთით გირჩევნიათ, აუცილებლად მოათავსეთ იგი საკუთარ სპეციალურ ჩასადებში. ჩანთის ძირზე მოთავსებული მტვერის ნაწილაკები მობილურის შიგთავსისა და ეკრანისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, ჩანთის ტემპერატურამ შესაძლოა მისი გადახურეა გამოიწვიოს.

ორიგინალი ელემენტის მეორადით ჩანაცვლება

ყოველთვის შეამოწმეთ ხელოსნის მიერ თქვენს მობილურში ჩადებული ახალი ელემენტის მოდელი და სახეობა. თუ ახალი ნაწილი ორიგინალი არ არის, იგი აუცილებლად მნიშვნელოვნად შეამცირებს მობილურის მუშაობის ხანგრძლივობას. ელემენტი ტელეფონის გულს წარმოადგენს და იგი აუცილებლად ორიგინალი უნდა იყოს.

მეორადი ყურსასმენები

გავრცელებული ინფორმაციით, მეორადი დამტენის შეერთებამ შესაძლოა ტელეფონის აფეთქებაც კი გამოიწვიოს, თუმცა ბევრმა არაფერი იცის ყურსასმენების მავნებლობის შესახებ. არაორიგინალი ყურსასმენების შესაერთებელი შეუმჩნეველი ზომით, თუმცა მაინც ოდნავ უფრო დიდია ვიდრე ტელეფონის ნახვრეტი, რაც ყოველი შეერთებისას მისი კედლების დაზიანებას იწვევს.

უკანა ჯიბით ტარება

ალბათ ყველას ახსოვს აიფონის ახალი მოდელების ირგვლივ ატეხილი სკანდალი, როდესაც ისინი ოდნავი ზეწოლის შედეგადაც კი იღუნებოდნენ. ეს შეიძლება ნებისმიერი თხელი სმარტფონის პატროს შეემთხვეს. უკანა ჯიბეში მობილურის ჩადება მისი მოპარვისა და დეფორმაციის შანსებს ბევრად უფრო დიდს ხდის, ასე რომ კარგი იქნება თუ მათ სხვანაირად გადაადგილებთ.

კომენტარის დატოვება