ბევრი დიზაინერი ამჯობინებს გამოაცხოს ქათამი და არა შეწვას, რადგანაც ასე უფრო სწრაფად და ეკონომიურად გამოვა. დაგჭირდებათ მხოლოდ ცოტაოდენი ზეთი და დრო. ტაფასთან ლოდინი არც ისე საინტერესო საქმიანობაა, მაგრამ მხოლოდ ამ დროს იკეთებს ხრაშუნა, გემრიელ ქერქს.
საბედნიეროდ არსებობს ერთი ხრიკი, რომლის დროსაც ქათამი გარედან შებრაწული შიგნიდან კი ფუმფულა იქნება. საჭიროა მარინადში ცოტაოდენი ცომის გამაფხვიერებელი დაამატოთ: ის ქერქს ოქროსფერ შეფერილობას მისცემს. აი რეცეპტი:
ინგრედიენტები
- ქათმის ფრთები 1კგ
- მარილი 0.5 ჩ.კ
- წიწაკა 0.5 ჩ.კ.
- გამაფხვიერებელი 2 ჩ.კ.
- თაფლი 2 ს.კ.
- ცხარე სოუსი 0.25 ჭიქა
- სოიოს სოუსი 0.25 ჭიქა
- ძმარი 1 ს.კ.
მომზადება
- ფრთები გარეცხეთ, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და გამაფხვიერებელი. დატოვეთ 20 წთ.
- პერგამენტზე მოათავსეთ ფრთები.
- 210 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით მოათავსეთ.
- გამოიღეთ და გადაატრიალეთ. მოასხით ჭიქური. მისი მომზადებისთვის აურიეთ თაფლი, ცხარე და სოიოს სოუსი, ძმარი. დააბრუნეთ ფრთები ღუმელშ კიდევ 10 წუთით.
ეს რეცეპტი უნივერსალურია. ამ სახით შეგიძლიათ გამოაცხოთ ბარკლებიც, ხოლო ფილესთვის ნაღებისა და მდოგვის სოუსი და ღრმა ჭურჭელი გამოიყენეთ.