ქალმა 100 ძაღლი იხსნა: იმისთვის, რომ ავადმყოფი ძაღლებისთვის მოევლო, დარია პუშკარევამ პრესტიჟული სამსახური მიატოვა და ტყეში დასახლდა

ოდესღაც, მოსკოველი დარია პუშკარევა წარმატებული ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა: მოთხოვნადი ოპერატორი და ფოტოგრაფი, მუშაობა კინოში, შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან… თუმცა, ერთხელაც, ქალი მიხვდა, რომ ეს არ იყო ის, რაზეც ოცნებობდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში, როცა მომავალზე კითხვებს უსვამდნენ, პასუხობდა: “მინდა ძაღლების თავშესაფარი მქონდეს”.

დარიას მხრიდან ეს ინტერესი უცნაურია, რადგანაც ძაღლების სიძულვილს ასწავლიდნენ: ბებია, რომელიც მას ზრდიდა, ნებისმიერი ძაღლის გამოჩენას ურაყოფითად ხვდებოდა. ეს იყო კბენა, ცოფი და სხვა პრობლემები. ამიტომაც, გოგონა 3 კატასთან ერთად გაიზარდა.

მას ძაღლების შიში დაეწყო. მაგრამ, ერთხელ, სამუშაო დღის ბოლოს, სამუშაო ჯგუფი პიკნიკზე წავიდა. უცებ მათთან ძაღლმა მიირბინა. ამ მომენტში დარიამ ძაღლი ინსტიქტურად მოიშორა და გაუკვირდა, რომ მას მისთვის არ უკბენია. “ხომ ხედავ, რომ ძაღლი კეთილია!” უთხრა თანამშრომელმა და შიშიც გაქრა.

ნელ-ნელა საკუთარი დღის განრიგში ძაღლებზე ზრუნვაც ჩასვა. მან თავშესაფრებში ძაღლებისთვის ფოტოების გადაღება დაიწყო, რათა ინტერნეტში გავრცელებისას მათთვის პატრონი მოეძებნა.

ძაღლებმა მის სახლშიც დაიდეს ბინა და მალე მის ოროთახიან ბინაში უკვე 7 ცხოველი ბინადრობდა. მაშინ მან და მისმა ქმარმა გადაწყვიტეს, რომ სხვაგან უნდა გადასულიყვნენ საცხოვრებლად. მიწის ნაკვეთი იყიდეს და უკვე 100 ძაღლი ჰყავთ. ყველა მათგანი დაავადებულია: არიან ყრუები, ბრმები და სხვა.

ამ ყველაფერზე სავარაუდოდ ძალიან დიდი ფინანსები იხარჯება, მაგრამ დარია არ ნებდება, მას სხვა ადამიანებიც აქტიურად ეხმარებიან.

კომენტარის დატოვება