თევზის ყიდვისას იმედოვნებთ, რომს ახლში მისვლისას მასში დამალულ ხიზილალასაც აღმოაჩენთ? რამდენჯერ გიმართლდებათ მოლოდინი? წარმოგიდგენთ მისი შეძენის ხრიკებს, რათა თევზის ყიდვისას ეკონომიის გაწევა მოახერხოთ.
წითელი ხიზილალის მეშვეობით სენდვიჩები საკმაოდ ორიგინალური და სასარგებლო ხდება. მათში ფოლიუმმჟავა, რკინა, კალიუმი და ვიტამინებია.
5 ხერხი გაარჩიოთ თვალით
- თევზის ზომა. მაღაზიის მაცივარში მოთავსებული თევზებიდან მაინცდამაინც ყველაზე დიდი სულაც არაა ხიზილალის შემცველი.
- ფარფლები. ფიქრობენ, რომ ფარფლების მეშვეობით მამრს ამოიცნობენ, მაგრამ შესაძლოა დედალსაც და მამალსაც ერთნაირი ფარფლები ჰქონდეთ, გაყინულის შემთხვევაში კი საერთოდ ვერ გაარჩევთ.
- კუზი ზურგზე. ამ შემთხვევაში მართლაც მამალთან გაქვთ საქმე.
- მუცელი. როგორ ავარჩიოთ თევზი ხიზილალით? მრგვალი ფორმა მის შემცველობაზე მიგვითითებს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებული ხართ, რომ დედალი გიჭირავთ.
- თავი, პირი. თევზის არჩევისას ამას დიდი მნიშვნელობა მიააქციეთ. სწორი პირი დედალზე მიუთითებს, გაღუნული და ზედა ტუჩზე ამონაზარდით მამალზე.
ანუ, აიღეთ თევზი, შეადარეთ თავის ფორმა, ზომა, მუცლის სისავსე და ტუჩების ფორმა. თუ ორაგულს ყიდულობთ, რომელსაც მუცელზე წითელი ან ვარდისფერი ნახვრეტები აქვს, მაშინ ხიზილალა ნამდვილად ექნება.
სადღესასწაულო წასახემსებელი კერძები ხიზილალით
ორაგულის ბუტერბროდები
ინგრედიენტები
- 1 შავი პური
- 100 გ ნაღების კარაქი
- 150 გ წითელი ხიზილალა
- 200 გ ორაგული
- კამა გემოვნებით
მომზადება
- დაჭერით პური ერთნაირ ზომებად, მოაცალეთ ქერქი.
- თითოეულ ნაჭერზე კარაქი წაუსვით. დააჭერით კამა.
- ზევიდან წითელი თევზის ნაჭერი და ხიზილალა მოათავსეთ.
კანაპე
ინგრედიენტები
- 1 ბაგეტი
- 100 გ წითელი ხიზილალა
- 100 გ მაგარი ყველი
- 2 კვერცხი
- 2 ს.კ. მაიონეზი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
- წვრილად დაჭერით ბაგეტი, მოაცალეთ ქერქი. შეწვით მშრალ ტაფაზე ოქროსფერ შეფერილობამდე.
- მოხარშეთ კვერცხი. თეფშზე აურიეთ ყველთან ერთად. მოაყარეთ მარილი, პილპილი, მაიონეზი.
- სალათა ბაგეტის ნაჭრებზე მოათავსეთ და ზემოდან ხიზილალათი მორთეთ.
კვერცხი
ინგრედიენტები
- 6 კვერცხი
- 70 გ მაგარი ყველი
- 80 გ წითელი თევზი
- 2 ს.კ. მაიონეზი
- მწვანილი გემოვნებით
მომზადება
- მოხარშეთ კვერცხი. გაასუფთავეთ. გაჭერით შუაზე. გამოაცალეთ გული. აურიეთ ყველთან და მაიონეზთან.
- ნახევარი კვერცხით შიგთავსით გაავსეთ.
- ზევიდან დაამატეთ ხიზილალა. მორთეთ მწვანილით.
თუ მაღაზიაში ხიზილალის შემცველ თევზს აირჩევთ, მისგან დამზადებულ კერძებს ხშირად მოამზადებთ.