რაც არ უნდა სწრაფი იყოს დიასახლისი, რთულია გააკონტროლო ყველაფერი რაც სამზარეულოში ხდება. მაგალითად, სუნელები, თაფლი და სხვა პროდუქტები მიჩნეულია როგორც “სამუდამოები”. წარმოგიდგენთ 7 გაფუჭებად პროდუქტს, რომლებიც სამზარეულოს თაროებზე წლობით შეიძლება გვედოს. ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობისთვის საშიშიც კია. 10-დან 8 დიასახლისი ფატალურ შეცდომას უშვებს ამაზე თვალს რო ხუჭავს…
დაფქული სუნელები
ბოლოს როდის განაახლეთ სუნელების მარაგი?
ყველა პროდუქტს თავისი ვადა აქვს, სუნელები გამონაკლისები არ არის. მარცვლოვანი საკმაზები სწორი შენახვის შემთხვევაში 5 წელზე მეტხანს არ ფუჭდებიან, მაგრამ დაფქული სუნელები 1-2 წლის შემდეგ აღარაფრად ღირან. 2 წლის შემდეგ აუცილებლად გადააგდეთ კონკრეტული სუნელი და ახლით ჩაანაცვლეთ.
შოკოლადი
ეს ღვთაებრივი ტკბილეული მარადიული არაა – მისი ვადა სულ რაღაც 1 წელია. თუ აღმოაჩენთ რომ თეთრდება და სურნელს კარგავს, გადააგდეთ. 6 თვე არაუშავს, მაგრამ ამის შემდეგ გაფუჭებას იწყებს.
ვანილის შაქარი
მისი შენახვა 1 წელზე მეტხანს არ შეიძლება. ჩვეულებრივი შაქარი 5 წელს ძლებს თუ მას ტომარაში 11-25 გრადუსზე მოათავსებთ. ვანილის შაქარი კი 1 წლის შემდეგ აუცილებლად გაფუჭდება, რომც არ ეტყობოდეს.
გამაფხვიერებელი
მისი ვადა საკმაოდ მოკლეა – მხოლოდ 9-12 თვე.
ჩაი
თუ ჩაის პაკეტებს ჰაერის დამხშობ ჭურჭელში არ მოათავსებთ, გემოს მალე დაკარგავს. არ გაფუჭდება, თუმცა გემრიელ არომატს გამოემშვიდობეთ. შუშის ან რკინის ქილები მას სიცოცხლეს უფრო დიდხანს შეუნარჩუნებს.
ხახვი
შეინახეთ ჰაერის დამხშობ ნივთში: ქაღალდის ან ხის ყუთში. ასე ხახვი 3 თვემდე შეინახება.
თაფლი
ხარისხიანი თაფლი ფერმიდან შესაძლოა 3 წელი შენარჩუნდეს. სამწუხაროდ მაღაზიებში ნაყიდი თაფლების 50 % შაქრისა და კონსერვანტების წყაროა. ასეთი პროდუქტი მხოლოდ 9-12 თვე უნდა იქონიოთ.