გახსოვთ ეს რძის ორცხობილები? კომუნისტების დროს მოდაში იყო. მისი გემო ახლაც პირში მაქვს, აი რეცეპტი

მათ, ვინც საბჭოთა კავშირს მოესწრო, ამ სპეციალური ფორმის ორცხობილების გემო აუცილებლად ემახსოვრება: დათუნიები, სამკუთხედები, ყვავილები – ასორტიმენტი მრავალფეროვნებას გვთავაზობდა.

რა გვიშლის ხელს მოვამზადოთ ასეთი დესერტი ახლა?

ინგრედიენტები
  • 260 გ ფქვილი
  • 100 გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 100 მლ რძე
  • 100 გ მარგარინი ან ნაღების კარაქი
მომზადება

დაადნეთ კარაქი.

დაასხით რძე.

დაამატეთ კვერცხი, შაქარი და გამაფხვიერებელი. ყველაფერი ერთგვაროვან მასამდე მიიყვანეთ.

დაამატეთ ფქვილი და მუდამ ურიეთ. მზა ცომი სპეციალურ ფორმაზე მოათავსეთ. ორივე მხარეს შეწვით.

გამაფხვიერებლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი სოდა.

მართალია, რეცეპტი მარტივია, მაგრამ ორცხობილები უგემრიელესი გამოდის. შეგიძლიათ უფრო სრულყოფილი გახადოთ, მაგალითად ვანილინის, თხილის ან ქიშმიშის დამატებით.

კომენტარის დატოვება