ოჯახში უფროს დედმამიშვილებს განსაკუთრებული ინტელექტი და ტალანტი აქვთ. ამის მშვენიერი მაგალითებია ალეკ ბოლდუინი, ფრენსის ედვარდ ბაში და ცნობილი ექიმი სპოკი. შვილებს შორის რიგითობას უდიდესი მნიშვნელობა და გავლენა აქვს მათ ინტელექტუალურ თუ სხვა შესაძლებლობებზე.
რატომ ხდება ასე?
2017 წელს, ედინბურგის უნივერსიტეტის კვლევების საფუძველზე, ერთი და იმავე მშობლების შვილებს შორის IQ-ის ტესტები ჩაატარეს. რამაც აჩვენა, რომ უფროს შვილებს აზროვნების უნარები უფრო მაღალ დონეზე ჰქონდათ განვითარებული. როცა ტესტი ემოციურ განვითარებაზე ჩაუტარეს, განსხვავება თითქმის არ იყო.
კვლევებში 5000-მა 14 წლამდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
რას ნიშნავს დაბადების რიგითობა?
მერი ვალასის თანახმად, დაბადების რიგს უდიდესი გავლენა აქვს პირველ შვილზე, მეორე შვილზე და შუათანაზე. მაშინ როცა პირველები ინტელექტუალურად უფრო განვითარებულები არიან, მეორეებს მშობლებისგან ნაკლები ყურადღება აქვთ, მაშინ როცა საქმე მიღწევებს ეხება. შუათანები თავს ხშირად მარტოსულად გრძნობენ, ამიტომაც მშობლები უნდა დარწმუნდნენ ატარებენ თუ არა საკმარის დროს მათთან.
როგორ უნდა შეუწყონ ხელი მშობლებმა?
მშობლებს ხშირად განსაკუთრებით პირველ შვილზე სურთ, რომ ის ემოციურადაც და ინტელექტუალურადაც წარმატებული იყოს. თითქოს იდეალური შვილის გაზრდის შეჯიბრში ებმებიან. ამის კეთება ადამიანის აღზრდის არცოდნის დროს ხშირად მიგვიყვანს იქამდე, რომ ბავშვი დაბომბილი იქნება ყურადღებით და მშობლებისგან გაცლას მოისურვებს, რათა ყველაფერი თავად აკეთოს. ამიტომაცაა რომ პირველი შვილები ინტელექტუალურად ვითარდებიან და წარმატებას დამოუკიდებლობით აღწევენ.
რა უნდა მოიმოქმედონ დედმამიშვილებმა?
როცა პირველი შვილი ოჯახში ერთ-ერთი შვილი ხდება და არა ერთადერთი, დედმამიშვილებზე დადებითად იმოქმედებს და მენტალურად ზრდა დაუჩქარდებათ. როცა დედა ახალი შვილითაა გართული, ხანდახან პირველი შვილები ინიციატივას იჩენენ დაეხმარონ მშობლებს და უმცროსის აღზრდაში წვლილი შეიტანონ. ამით ისინი მშობლის პასუხისმგებლობას ადრეულ ასაკში ივითარებენ. ხშირად ამიტომაცაა, რომ უფროსი უფრო ჭკვიანი და ასაკთან შედარებით გაზრდილია.
როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია?
რადგანაც აკადემიური და ინტელექტუალური წარმატება მშობლის ყურადღებასა და სიყვარულზეა დამოკიდებული, მათ ვისაც ეს აკლია და მშობლებთან დროს ვერ ატარებს, უნარები ნაკლებად განუვითარდება და ეს IQ-საც დაეტყობა.
თუ მშობლების ნაკლი ვიცით, შეგვიძლია შედეგი განვსაზღვროთ. მაგრამ, შეგვიძლია ეს ცოდნა ყოველდღიურად გამოვიყენოთ. დაიწყეთ უფროსებისგან და გაყავით ყურადღება შვილებს შორის. მიმართეთ ღია საუბრებს, მშობლების ცოდნის გავლენას, დაამყარეთ სანდო ურთიერთობები და შექმენით გარემო, საიდანაც შვილები ბავშვობიდან მოზრდილ ასაკში წარმატებით რეალიზდებიან.