აი, რატომ უნდა ვატაროთ წითელი ძაფი 7 კვანძით

დღეს ისეთ აქსესუარს როგორიცაა წითელი ძაფი, ბევრზე შენიშნავთ. ზოგიერთი მათგანი მას ავი თვალის საწინააღმდეგოდ ატარებს, ზოგი სიმდიდრისთვის, ზოგი კი ფიქრობს, რომ მოდაშია. დადგა მომენტი, როცა წითელი ძაფი გაქვს და ხელზე უნდა შეიკრა. როგორ უნდა მოიმოქმედო ეს სწორად?

იუდაიზმის მოძღვრება კაბალა დიდ ყურადღებას აქცევს ნუმეროლოგიას. სიმბოლოები ციფრების სახით საიდუმლო ცოდნის გასაღებია, რომელიც ადამიანს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში დაეხმარება.

კაბალას თანახმად, ციფრი 7 გარდასახვის ნიშანია, ასევე, მარადიულობისკენ მიმავალ არხს ქმნის. ლეგენდარული წითელი ძაფი სულიერ სამყაროსთან კავშირის დამყარებაში გეხმარებათ, არასასურველი ფიქრებისგან განთავისუფლებაში, რომელთაც ზიანის მოყენება შეუძლიათ.

მნიშვნელოვანია გავიგოთ და გაზიაროთ, რომ ბევრი ადამიანი კვანძის შეკვრის რიტუალის დროს 7 სურვილს იფიქრებს, ან ყოველი კვანძის შეკვრისას საკუთარ თავს რაიმე პირობას აძლევს. ეს კი რიტუალს საფრთხეს უქმნის, ამცირეს წითელი ძაფის გავლენას, რადგანაც მას სერიოზულად უნდა მივუდგეთ.

დღეს მაღაზიებში ბევრი წითელი ძაფი იყიდება. მაგრამ, კაბალისტები ამბობენ, რომ მას არ უნდა დავუმატოთ სხვა დეტალები. უნდა აირჩიოთ სადა წითელი ძაფი, იმისი, რომელიც გჯერათ და მიყვეთ მას. ამასთან, ცხოვრებაში უფრო მეტად მიმართეთ სიკეთეს.

წითელი ძაფი მარცხენა ხელზე უნდა დაიხვიოთ. უმჯობესია ის ახლო ადამიანმა გაგიკეთოთ. ამ დროს სასურველია სპეციალური შელოცვა წაიკითხოთ: “როგორც თევზები დედამიწაზე დაფარულნი არიან წყლით და ავ თვალს მათზე ძალა არ აქვს, ასევე არ აქვს მას ძალა იოსების შთამომავლებზე. თვალი ვერაფერს გახდება მასთან, ვინც არ ეკუთვნის, ავ თვალს ძალაუფლება არ აქვს.”

კომენტარის დატოვება