სხვადასხვა კერძის დამზადებისას, სხვადასხვა სირთულეებს ვაწყდებით. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგანაც კულინარია მთელი მეცნიერებაა, რომელსაც დიდი დრო და ნერვები სჭირდება. ამიტომაც, წარმოგიდგენთ რამდენიმე სასარგებლო ხრიკს, რომელიც გამოადგებათ ახალბედებსაც და გამოცდილ დიასახლისებსაც.
სამზარეულოს ხრიკები
რა მოვიმოქმედოთ, რომ ხახვმა არ აგვატიროს?
ექსპერტები გვირჩევენ, ხახვი დაჭრამდე მაცივარში მოვათავსოთ. ჰაერთან კონტაქტისას ხახვი S-ოქსიდს ათავისუფლებს, რაც ცრემლების წარმოქმნას უწყობს ხელს. თუ ბოსტნეულს გააცივებთ, მას ისეთივე ძლიერი ეფექტი აღარ ექნება. მაგრამ, არ შედოთ საყინულეში, რადგანაც დარბილდება.
რა მოვიმოქმედოთ ცომი ადვილად რომ არ იშლებოდეს?
დაამატეთ მდნარი კარაქი.
რა მოვიმოქმედოთ ტომატის სოუსი მჟავე რომ არ იყოს?
თუ გრძნობთ, რომ ის ძალიან მჟავე გამოგდით, დაამატეთ ცოტაოდენი სოდა. ხანდახან შაქარს ამატებენ, მაგრამ ის მთლიანად ვერ გააქრობს სიმჟავეს, მხოლოდ შენიღბავს.
რა მოვიმოქმედოთ სუნელები უფრო არომატული რომ იყოს?
შეწვით ისინი ტაფაზე მცენარეულ ზეთში. ეს უნდა გააკეთოთ 1-2 წუთის მანძილზე მაღალ ცეცხლზე. შეგიძლიათ 30 წამით მიკროტალღურ ღუმელში მოათავსოთ.
როგორ გამოვაცხოთ პური რბილი ქერქით?
პურის მომზადებისას შიგთავსი წყლით გაზქურის ფსკერზე დადგით. როცა წყალი აორთქლებას დაიწყებს, ორთქლი სახამებელთან შევა რეაქციაში და ქერქი დარბილდება.
რა მოვიმოქმედოთ ომლეტი ნესტიანი რომ არ იყოს?
რძის მაგივრად ცოტაოდენი გაყინული კარაქი დაუმატეთ.
როგორ შევინახოთ სწორად ვაშლი და ავოკადო?
თუ ვაშლი და ავოკადო დაჭერით, მაგრამ მთლიანად არ დაგჭირდათ, მოაპკურეთ ლიმნის წვენი და ჰერმეტულ კონტეინერში მოათავსეთ. ამ ხერხით დიდი ხნის განმავლობაში ახალივით იქნებიან და არ გაშავდებიან.
როგორ შევინახოთ ტორტი სწორად?
პროფესიონალი კონდიტერები გვირჩევენ გავყინოთ ტორტი მომზადების შემდეგ. იქამდე, სანამ ამას მოვიმოქმედებთ საკონდიტრო ნაწარმი პლასტიკურ პარკში ან კონტეიენრში უნდა შევფუთოთ. ექსპერტები გვარწმუნებენ რომ ტორტი უფრო გემრიელი გახდება.
როგორ მოვხარშოთ სწრაფად ჭარხალი?
ზოგადად, ჭარხალი მთელი საათის განმავლობაში იხარშება, თუ მეტი არა. მაგრამ, 1 ხერხი დიასახლისებს ლოდინისგან გაანთავისუფლებს. გარეცხეთ ჭარხალი და თერმულ პაკეტში მოათავსეთ. გაუკეთეთ ჩანგლით ან დანით ხვრელები.
კაკეტი კერამიკულ ან შუშის ჯამში მოათავსეთ სქელი კედლებით და მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე 9 წთ გააჩერეთ. შემდეგ დაკეტილ ღუმელში კიდევ 10 წთ დატოვეთ და მზადაა.