სკუმბრია ქილაში – თავისივე წვენში მზადდება და საუკეთესო არომატს იძენს.

თუ არ გაქვთ დრო, ძალა და სურვილი, რომ დიდიხანი გაზქურასთან გაატაროთ, ძველებურ მეთოდს მიმართეთ: სკუმბრია ქილაში მიკროტალღურ ღუმელში გამოაცხვეთ. თევზი გაცილებით გემრიელი გამოვა როგორც ცხელ, ისე ცივ მდგომარეობაში.

რატომ ქილაში? იმიტომ რომ ორმაგად გემრიელია! ჩვეუებრივი შუშის ქილა ძვირადღირებული სპეციალური ჭურჭლისგან განსხვავებით, ყველას აქვს, შუშა ეკოლოგიურად სუფთა მატერიალია და მაღალ ტემპერატურაზე ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას არ ემსახურება. მასში გამომცხვარი კერძი სასარგებლოა მათთვის, ვისაც სამკურნალო დიეტა აქვს დანიშნული.

რადგანაც სკუმბრია ძალიან ცხიმიანი თევზია, მომზადების დროს მცენარეული ზეთი არ დაუმატოთ. წვენის რაოდენობა, რომელსაც თევზი გამოყოფს, სავსებით საკმარისია. ამავე მეთოდით შეგიძლიათ ქათმის გაკეთება.


იმისთვის, რომ ქილა არ გასკდეს, ყოველთვის ცივ ღუმელში მოათავსეთ და შემდეგ აუწიეთ ტემპერატურას. თავად ქილას ბზარი არ უნდა ჰქონდეს. მომზადების შემდეგ, ცხელ ქილას არ მიაკაროთ არაფერი სველი.

რეცეპტის მოხერხებულობა კიდევ იმაშია, რომ შეგიძლიათ ადვილად მოამზადოთ. საჭიროა აიღოთ ქილა და მომზადება 3-4საათს წაიღებს. ასეთ მდგომარეობაში სკუმბრია მაცივარში სამ კვირამდე ინახება.

ინგრედიენტები
  • 2 საშუალო ზომის სკუმბრია
  • 1 სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 4 მარცვალი არომატული წიწაკა
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • სუნელები დამარილი გემოვნებით
მომზადება

ამოაცალეთ თევს ფხა, მოაჭერით თავი და კუდი და გარეცხეთ გამდინარე წყალში. გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით და დაჭერით ნაჭრებად.

იმისთვის, რომ გაექცეთ სპეციფიკურ თევზის სუნს, მომზადებამდე ნახევარი სთ-ით ადრე, თევზი ლიმნის წვენში მოათავსეთ. თავად მზა კერძს კი დაამატეთ მუსკატის თხილი.

სტაფილო გახეხეთ და ხახვი რგოლებად დაჭერით.

ფენებად მოათავსეთ ბოსტნეული და თევზი ქილაში. ყველა ფენა მარილითა და სუნელებით გააჯერეთ. შეგიძლიათ ბოლოში კარტოფილიც დაამატოთ.

თავზე გადახურეთ ფოლგით ან მეტალის სახურავით. შედგით ცივ მიკროტალღურ ღუმელში, ჩართეთ და მინიმუმ 1 საათის განმავლობაში 180 გრადუსზე გამოაცხვეთ.

მსგავს თევზს, თავისი ბოსტნეულის წვენით, შეგიძლიათ გარნირიც გაუკეთოთ.

კომენტარის დატოვება