ყველა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელო, ჩვენ თქვენზე სახალისო სიმართლეს გეტყვით.
ვერძი
“ამბობენ, რომ ყველაზე ჯიუტი ადამიანები, კუროები, თხის რქები და მორიელები არიან. ოდესმე სცადეთ ვერძთან გეკამათათ?”
“ვერძები ეგოისტები არ არიან, უბრალოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრება იციან. არ არიან ქედმაღლები, უბრალოდ არ თვლიან საჭიროდ ყველას გაუღიმონ. არც ეჭვიანები არიან – უბრალოდ მიეჩვივნენ იყვნენ ერთადერთები.”
“ქალი ვერძი – ეს მამაკაცებისთვის დაწერილი წიგნია. თუ ვერ გაუგე, ესეიგი შენთვის დაწერილი არაა!”
“ბევრი ადამიანი მთელი კვირა პარასკევს ელის, მთელი თვე დღესასწაულს, მთელი წელი ზაფხულს და მთელი ცხოვრება ბედნიერებას. ვერძები თვლიან, რომ ყოველი დღით უნდა ვიხაროთ და ყველა მომენტით დავტკბეთ.”
“ვერძის ნდობა ნერვულ უჯრედებს ჰგავს: პრაქტიკულად არასდროს აღდგება”
“ვერძს უნდა ჩაეხუტო როცა მოწყენილია, აკოცო როცა სულელობს, აჭამო როცა ისტერია აქვს”
“გასაოცარია, ვერძები აქამდე როგორ არ გადაშენდნენ ადამიანების მიმართ თავისი უსაზღვრო ნდობითა და ზედმეტი გულწრფელობით”
“ვერძები არასდროს იყვნენ იდეალურები, დაწყებული გარეგნობიდან დამთავრებული ხასიათით, მაგრამ ყოველთვის საკუთარ თავს წარმოადგენდნენ.”
კურო
“სამოთხე კუროსთვის – ეს დედამიწაზე ნებისმიერი ადგილია, სადაც არაა მაღვიძარა, ორშაბათი და უფროსი!”
“კაცები თვლიან, რომ ქალებს მაგარი ფულიანი ბიჭები სჭირდებათ. მაგრამ, ქალი კუროების 90% დათვს ამოირჩევდა ანიმაციიდან “მაშა და დათვი”.
“ქალ კუროებში საოცრად ერთდება ის, რის გარეშეც ცხოვრება არ შეიძლება და ის, რითიც ცხოვრება შეუძლებელია”.
“თუ კუროს შოკოლადი სურს, მიდიან და მიირთმევენ მას. იმიტომ, რომ თუ მის მაგივრად ხილს, ბოსტნეულს, სალათს ან თევზს მიირთმევენ, შემდეგ მაინც აუცილებლად დააყოლებენ შოკოლადს”.
“ბედნიერება კუროსთვის ბევრი მოგზაურობა, გემრიელად ჭამა და საყვარელ ადამიანთან ძილია.”
“კუროები იმდენად ერთგულები არიან, რომ მარცხნივ მაშინაც არ გაიხედავენ, როცა გზაზე გადადიან”
“თუ კუროს ცხოვრება ერთი ადგილით შემოუტრიალდა, ის აუცილებლად იპოვნის ლამაზ, მაქმანებიან ტრუსებს”.
“კუროები საშინელი მესაკუთრეები არიან. თუ რაიმე მათ ეკუთვნით, ესეიგი მხოლოდ მათია და სხვა არავისი. ის, რასაც კურო თავისად თვლის, ყველაფერზე მეტად უყვარს”.
ტყუპები
“ტყუპები კანფეტები არ არიან ყველას რომ მოსწონდეთ. ისინი თხილები არიან, ყველა კბილისთვის განკუთვნილები არ არიან”
“ტყუპების დევიზია: თუ არ შეიძლება, მაგრამ ძალიან მსურს, მაშინ ის აუცილებლად საჭიროა!”
“თუ ტყუპებმა გადაწყვიტეს ვინმე ბედნიერი გახადონ, მაშინ იმ ადამიანს ვეღარაფერი უშველის”.
“იცით რა სურთ ტყუპებს? მათ უნდათ ქროდეს ზაფხულის თბილი ცვლილებების ქარი და ცხოვრებიდან ყველაფერი ზედმეტი გაიყოლოს.”
“ტყუპებს მხოლოდ სიყვარული თუ გააოცებთ. ნამდვილი, გულწრფელი, ტყუილების და ღალატის გარეშე. დანარჩენი ტყუპებმა უკვე იხილეს.”
“ტყუპებს უყვართ ყველა, ვინც მათ კარგად ექცევა. მაშინაც კი თუ ტყუპები ხშირად არ გესაუბრებიან, არ იფიქროთ, რომ არ გაფასებენ”
“ქალ ტყუპებს თავდაჯერებული მამაკაცები ხიბლავთ: თამამები, ძლიერი გონებით. კაცები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, პასუხისმგებლობას იღებენ, სწრაფად აანალიზებენ, არ ეჭვობენ, ქმნიან, ფიქრობენ და არ აფუჭებენ”.
“ვერასდროს გაიგებთ რა აქვთ ტყუპებს გონებაში თუ ამის გამხელას თავად არ მოინდომებენ. მაგრამ, თუ გენდნენ იცოდეთ, რომ მათთვის ერთგული მეგობარი ხართ.”
კირჩხიბი
“კირჩხიბებს არ აქვთ დრო სძულდეთ ის, ვისაც ისინი სძულთ. იმიტომ რომ, ძალიან დაკავებულნი არიან მათი სიყვარულით, ვისაც ისინი უყვარს.”
“როცა კირჩხიბები ბედნიერები არიან, საუბარს არ წყვეტენ. როცა მოწყენილები არიან კი ერთ სიტყვასაც ვერ დააცდევინებთ.”
“კირჩხიბებს კრიტიკა გულთან ახლოს არ მიაქვთ, განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელსაც ცხოვრებაში არაფრისთვის მიუღწევია.”
“როცა კირჩხიბის მოთმინება ამოიწურება, სრული ქაოსი იწყება”
“ყველაზე მეტად კირჩხიბებს ოჯახში ცხოვრების უნარი აქვთ. ისინი ამაში მთელს სულს და გულს დებენ. შეიძლება ითქვას, რომ ოჯახის ცნება სწორედ კირჩხიბებმა მოიგონეს.”
“ხანდახან კირჩხიბში 90 წლის მოხუცი იღვიძებს, რომელიც ვერავის იტანს”
“თუ შეგეკითხებიან რა გსურთ ყველაზე მეტად – კირჩხიბი თუ მილიონი ევრო, უპასუხეთ: კირჩხიბი! იმიტომ რომ ფულს მაინც არ მოგცემენ და კირჩხიბთან ყოფნა კომფორტულია…”
“კირჩხიბს საოცარი მეხსიერება აქვს. როცა ამბობს “არ მახსოვს” უბრალოდ ამის შესახებ საუბარი არ სურს”.
ლომი
“ლომი არასდროსაა მარტო! მასთან მუდამაა ან შთაგონება, ან მადა, ან სიზარმაცე, ან…”
“ლომის მტკიცე ხასიათი, როგორც წესი იმ აგურებით შენდება, რომელიც მასში ჩადეს.”
“ვიღაცისთვის ლომი მზეა, ვიღაცისთვის მზის დარტყმა! ვიღაცისთვის კი საერთოდ არ ანათებს….”
“გასაოცარია რა ცოტა დრო სჭირდება ლომს გადავიდეს სტადიიდან “როგორ ვნერვიულობ და განვიცდი” სტადიაზე “ოი, ყველაფერი ჭირსაც წაუღია”.
“სანამ ლომთან ერთად ითამაშებთ, დარწმუნდით, ლომი თქვენით ხომ არ თამაშობს”
“ჩახუტება – ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი ფორმაა ლომისთვის სიყვარულის გამოხატვისას. ამგვარად უსაფრთხოებას და ადამიანის სიახლოვეს გრძნობენ და ყველა სევდა უქარწყლდებათ.”
“ბევრ ქალს აწუხებს კითხვა, როგორ შეინარჩუნოს მამაკაცი. მაგრამ, ლომმა ქალებმა იციან, რომ თუ ნამდვილად გსურს იყო ბედნიერი, არ ღირს იცხოვრო მამაკაცთან, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება”.
“ლომებს არ სურთ, რომ მათი ცხოვრება ზებრას ჰგავდეს. მათ უნდათ რომ ის ნათელი იყოს, როგორც თუთიყუში.”
ქალწული
“ქალწული -ეს არაა წონის და სიმაღლის თანაფარდობა. ესაა ინტელექტის, გემოვნების და თავდაჯერების შერწყმა.”
“ქალწულები ვერ იტანენ საკუთარ თავს იმის გამო, რომ ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ”
“ქალწულის სიბრძნე ეშმაკურობასთან ერთად ქმნის ეფექტს, რომელსაც ვერანაირი უმაღლესი განათლება ვერ მოგცემთ”.
“დააფასეთ ქალწული, რომელიც მეორე შანსს გაძლევთ. ეს ნიშნავს, რომ მათი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ გულს ჰყოფნის ძალა კიდევ ერთი ცდის საშუალება მოგცეთ”
“როცა ქალწული რაღაცას გეკითხებათ, სჯობს სიმართლე უპასუხოთ. დიდია ალბათობა, რომ მან პასუხი უკვე იცის”.
“ქალწულთან კამათის საუკეთესო დასრულების გზაა თავი გარდაცვლილად გაასაღოთ”.
“ქალწული დიდად არასდროს განიცდის იმას, რომ მისი ცხოვრება ბევრ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ყველაფერ ამას წინსვლისთვის იყენებს.”
“გონიერი და მოკირკიტე ქალწული სერიოზულ გავლენას ახდენს მათზე, ვისაც პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილების მიღება აკისრია. ისინი ამას წარმატებით იყენებენ”.
სასწორი
“ყველა სასწორს ორი ცხოვრება აქვს: ერთს ყველა ხედავს, ვინც მის გარემოცვაშია, ხოლო მეორეთი მხოლოდ ისინი ცხოვრობენ”.
“სასწორები – საოცარი ადამიანები არიან. შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანში დაინახონ რაღაც კარგი”.
“არ არსებობს იმაზე სევდიანი ამბავი, ვიდრე ისტორია სასწორ ბუზე, რომელსაც უწევს ითამაშოს ბეღურა.”
“სასწორები იშვითად ცდილობენ მოხსნან ადამიანებს ნიღაბი. მშვენივრად ესმით, რომ ეს ხშირად არა ნიღაბი, არამედ ალიკაპია”.
“სასწორები ისურვებდნენ ხანდახან ხელს აჭერდნენ ღილაკს “არ იფიქრო” და უბრალოდ ტკბებოდნენ ცხოვრებით”.
“სასწორებს, ისე როგორც არავის, სჭირდებათ აბსოლიტურად დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ უყვართ. დარწმუნება ქმედებით უნდა იყოს მხარდაჭერილი.”
სასწორებმა უნდა ისწავლონ არ დაემალონ საკუთარ პრობლემებს, აირჩიონ მისი მოგვარების გზა და მაშინვე დაიწყონ მოქმედება”.
სასწორებმა პერიოდულად სხვა ადამიანებთან ურთიერთობას ამავე ადამიანების გადმოსახედიდან უნდა შეხედონ. რამდენიმე წუთით თავი მათ ადგილას მოიაზრეთ და იფიქრეთ რა არმოგწონთ, რა არის არასწორი”.
მორიელი
“მორიელების 99% გადაწყვეტილი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დამშვიდდებოდნენ და ამ პრობლემებზე მუდმივ ფიქრს შეწყვეტდნენ.”
“თავის ხასიათის ძალას მორიელები მათ უმადლიან, ვინც იმის მაგივრად რომ ხელი გაემართათ მათთვის, როცა ეცემოდნენ, პირიქით ფეხებზე დაადგნენ.”
“ყველა მორიელში ორი ადამიანი ცხოვრობს: ერთი მშვიდი და ჩუმი, მეორე კი მაშინ ჩნდება, როცა პირველს აბრაზებენ.”
“მორიელი იშვიათად გამოხატავენ აგრესიას მაშინვე. ისინი მიგითითებენ, ნიშანს გაძლევენ, გაფრთხილებენ… არ ღირს იცადოთ იქამდე, სანამ მოთმინებას დაკარგავენ”.
“მორიელები მოგაჩვენებენ, რომ სულში ჩაფურთხება ვერ შენიშნეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის შესახებ დაივიწყეს. მორიელების შურისმაძიებელი მეხსიერება შეუფასებელია.”
“მორიელები არ არიან ადამიანები, რომლებსაც სიმშვიდესა და მაღალ ენერგიულობას შორის ბალანსის პოვნა სჭირდებათ”.
“სწორედ მორიელებზე შეიძლება ითქვას, რომ ისინი ის “შავი კატები” არიან: თუ გზაზე გადაგირბინეს, არაფერი გიშველით.”
მშვილდოსანი
“მშვილდოსნებს ხელებით უყვართ. ყველაფერს უნდა შეეხონ, მოსინჯონ, შეიგრძნონ. თუ არ ეხება, არ უყვარს”.
“მშვილდოსნები იმდენად სუსტები არ არიან, რომ დამცირება მოითმინონ, მაგრამ არც ისეთი ძლიერები, რომ ყველაფერი აპატიონ, არც ისეთი ბოროტები, რომ შური იძიონ. ამიტომაც ხშირად წყენას ზურგით უტრიალდებიან, სამუდამოდ.”
“ხშირად მშვილდოსნების მდგომარეობა ლაგდება ისე, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ”
“მშვილდოსნებს არაფერში გამოტყდომა არ აშინებთ. მათ ეშინიათ, რომ მათ აღიარებას არასწორად გაიგებენ, რადგანაც ასე ხდება ხშირად.”
“მშვილდოსნების 99% იმისთვის დაიბადა, რომ მათი არსებობის მთავარი აზრი გზა გახდეს.”
“ხანდახან მეგობრობა უბრალოდ მთავრდება: ღალატის, ჩხუბის თუ მიზეზის გარეშე – უბრალოდ განსხვავებულები ხდებით და სხვადასხვა გზაზე მიდიხართ. დროთა განმავლობაში მეგობრების წრე მცირდება. მაგრამ, ისინი ვინც რჩებიან, მშვილდოსნისთვის არამხოლოდ მეგობრები, არამედ მშობლიური ადამიანები არიან”.
“ქალმა მშვილდოსნებმა ბევრი სასარგებლო რამ ისწავლეს მამაკაცებისგან: პასუხისგან გაქცევა, გადმორეკვის დავიწყება, საუკეთესოს არჩევა და სიამოვნების მიღება. მაგრამ ამის გამომჟღავნებას ისევ მამაკაცებთან ამჯობინებენ.”
“მშვილდოსანს მყუდრო ადამიანები მოსწონს, რთული ხასიათის გარეშე. უყვართ, როცა ადამიანს ნებისმიერ თემაზე დაელაპარაკებიან, ჩხუბის და ზედმეტი ახსნების გარეშე. ასეთი ადამიანები მშვილდოსნის ცხოვრების ნაწილნი ხდებიან და მათ გამო ისევე განიცდიან, როგორც საკუთარი თავის გამო”.
თხის რქა
“იდუმალი თხისრქები არასდროს გაუღიმებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათთვის არასასიამოვნონი არიან. მაგრამ, ყველასთან ზრდილობიანები იქნებიან, რადგანაც ასე აღიზარდნენ”.
“იცით, რატომ უწოდებენ ხანდახან თხისრქებს უცნაურებს? იმიტომ რომ ცდილობენ იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ და არა ისე, როგორც ბევრისთვისაა მიღებული.”
“თუ საახლობლოში თხისრქა გყავთ, მტრები და პრობლემები აღარ შეგაშინებთ”.
“თხისრქას არც დრო აშინებს, არც დაშორება, არც სირთულეები. სწორედ ისინი ეხმარება გაიაზრონ ძალა, გახდნენ საკუთარი თავი და პატივი სცენ თავიანთ პიროვნებას”.
“თხისრქების უმეტესობა თვლის, რომ ასაკობრივი დისკრიმინაცია არსებობს: რაც უფრო დიდია თხისრქა, მით უფრო ბავშვურია. “მერე რა რომ 9 წლის ვარ, ბატუტზე ხტუნაობა მსურს”.
“თხისრქებს უცნაური ადამიანები უყვართ”
“თხისრქებს არ უყვართ, როცა ტყუილუბრალოდ ეხებიან: ან თქვენს შორის არის რაიმე, ან გთხოვთ, არ შეეხოთ”.
“თუ გინდათ თხის რქას მოსწონდეთ, გულწრფელი იყავით და სიტყვებით არ ითამაშოთ: მარტივად, გასაგებად და გონიერად ნათქვამი თხისრქამდე უფრო მალე მიდის და ამ დროს უფრო მეტადაც მოსწონხართ.”
მერწყული
“ხანდახან ადამიანები ფიქრობენ, რომ მერწყულებზე გავლენა აქვთ. ეს ასე არაა.”
“თუ მერწყულიისე იქცევა , როგორც ბავშვი, ნიშნავს, რომ ბედნიერია”
“მერწყულს უცნაურობებით ვერ გააოცებ, მათ ყველაფრის ახსნა შეუძლიათ”
“ქალი მერწყულის რეალობა ასეთია: გვერდზე მყოფი მამაკაცის ხელმისაწვდომობა ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორც იმ იდიომის არარსებობა, რომელიც ცხოვრებისთვის საჭირო ძალებს ართმევს”.
“გულწრფელ მერწყულს უცხოპლანეტური ინტელექტი აქვს”
“ყველაზე მეტად ადამიანები ბრაზდებიან მერწყულებზე იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ და არ სურთ პირადი მოლოდინები გაუმართლონ”.
“მერყულისთვის ხშირად ყველაფერს შედეგი წყვეტს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას გრძნობს რაღაცის შემდეგ – საუბრის, კოცნის, ჩხუბის, ყავის, მზერის… ეს “შემდეგ” ყველაფერს განსაზღვრავს”.
“როცა მერწყულს სურს რეალობას გაექცეს, საკუთარ თვს გაურბის”.
თევზები
“კარგია, რომ თევზების ფიქრებს ვერავინ კითხულობს, თორემ მორიდებული და ჩაკეტილი ადამიანების იმიჯი აღარ იარსებებდა”.
“მშვიდ გუბეში დემონი ბობოქრობს” – ეს თევზებზეა.
“თევზებს არ ეშინიათ გრძნობდნენ, მათ ეშინიათ გრძნობებში არ გადავარდნენ”.
“თევზისთვის ერთ ადამიანს შეუძლია მთელი სამყარო გახდეს”
“უცებ” თევზის მეორე სახელია. უცებ მოიწყენენ, უცებ გაეცინებათ, უცებ გაბრაზდებიან…”
“თუ საჭიროა არჩევა, მაგარი ტიპის და ლამაზად მოსაუბრის მაგივრად თევზები ჩუმად მშრომელს და დიასახლისს აირჩევენ”.
“თევზებს არაჩვეულებრივი მეხსიერება აქვთ და არასდროს ავიყწდებათ კარგი დამოკიდებულება მათ მიმართ. ცუდი შეიძლება აპატიონ და ამოიგდონ, მაგრამ კარგს გულში მუდამ შეინახავენ. თევზები არასდროს დაივიწყებენ იმას, თუ ვინ იყო რთულ მომენტში მათ გვერდით”.
“სწორედ ქალ თევზს შეუძლია სერიოზულად დასვას კითხვა: რაში მჭირდება ეს მამაკაცი სახლში, თუ ყველა ჩემს პრობლემას თავად ვწყვიტავ?”