წლის სხვადასხვა დრო თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ინდივიდ წარმომადგენლებზე სრულიად სხვანაირად მოქმედებს. განსაკუთრებით, ხასიათის ცვლილებები და ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშე დადგომა ხშირად ზამთრის მოახლოებასთან და ახალ სეზონთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, სწორედ უნდა გავიაზროთ თუ როდის გვიწევს ყველაზე რთული პერიოდის გავლა, რათა მას მშვიდად და კონცენტრირებული გონებით შევხვდეთ.
ქვემოთ ჩამოთვლილი სამი ნიშნისთვის ეს ნოემბერი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ემოციებით დატვირთული თვე იქნება, თუმცა რაც მთავარია, ისინი ამ თვის გადალახვას იდეალურად მოახერხებენ:
ვერძი: დროის განმარტოებით გატარება გჭირდებათ
დიდი ალბათბით ვერძის ნიშნის წარმომადგენლებო ახლა თავს ყველაზე დაღლილად და გამოფიტულად გრძნობთ, თუმცა ციური ვარსკვლავების განლაგების მიხედვით ეს ნორმალურია.
დაფიქრდით, ზედმეტ ტვირთს ხომ არ ჰკიდებთ საკუთარ თავს. ნოემბრის პერიოდი თქვენს ემოციებს ყველაზე დიდ გამოცდას მოუწყობს ოჯახის, მენტალური სიძლიერისა და საოჯახო ამბების საკითხში. ამიტომაც მოდუნდით, ცხოვრების დინების სათავეები დროებით დაივიწყეთ და განმარტოვდით საკუთარ აზრებთან. ყველაზე მეტი დასვენება ახლა სწორედ თქვენ გჭირდებათ.
ტყუპები: ზედმეტად შენელდით
თქვენი მმართველი სიყვარულისა და მშვენიერების პლანეტა ვენერა ახლა ისეთი მიმართულებით იწყებს სიარულს, რომელ მხარესაც წარსულში დაწყებული საქმეები აუცილებლად რადიკალურად შეგახსენებთ თავს. უმჯობესი იქნება, თუ 6 დეკემბრამდე დარწმუნებით არცერთ გეგმას არ დააწყობთ, რადგან თქვენი ურთიერთობებისა და ერთგულების ემოციური სახლები ვენერას საპირისპირო, უკანა მიმართულებით იწყებს მოძრაობას.
მიუხედავად ამისა, იუპიტერის პოზიცია თქვენ უდიდეს გამართლებასა და წინსვლას გპირდებათ, რაც თვის განმავლობაში აუცილებლად მარტივად უნდა გამოიყენოთ.
თხის რქა: ემოციებისგან დაცლილი ხართ
ამ ნიშნის წარმომადგენლები შედარებით ნელი ცხოვრების წესზე უნდა გადახვიდეთ. სავარაუდოდ საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენი თავისთვის დრო გამონახეთ და საკუთარ მენტალურ მდგომარეობაზე დაფიქრდით. ამ თვეში ემოციებისა და გულში წარმოქმნილი გრძნობების მხრივ უდიდესი გამოცდა გელით, ამიტომ აუცილებელია, რომ კარგად დაისვენოთ მსგავსი ზეწოლისგან და წინ არსებულ გამოწვევებს მომზადებული შეხვდეთ.
ნოემბრის თვეში თქვენ შინაგანი მდგომარეობის მიერ სრულიად ახალ დონეზე ასვლას გამოცდით და ამისთვის უდიდესი ენერგიის შემონახვა გჭირდებათ, რათა საკუთარი გონებას და სულს ბოლომდე განწმენდისა და გასხივოსნების საშუალება მისცეთ.