ახალი წლის წინ ინტერნეტში განსაკუთრებული რეცეპტების ძიება არ წყდება, სასურველია ის არასტანდარტული და ეკონომიური იყოს. გვსურს სტუმრები კულინარიული ტალანტით გავაოცოთ, ამასთან, არა ძვირადღირებული პროდუქტებით.
ჩვეული, ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან არაჩვეულებრივ “საგრაფო” სალათს შექმნით. მათ ვისაც მოხარშული ჭარხალი უყვარს, ამ შედევრს სათანადოდ დააფასებენ. ყველაფერი რაც სალათის პიკანტურობისა და სადღესასწაულო ფორმატისთვის დაგჭირდებათ – თხილი და შავი ქლიავია.
ინგრედიენტები
ჭარხალი 1 ც
კარტოფილი 3 ც
შავი ქლიავი 50გ
კვერცხი 4 ც
ბერძნული თხილი 50გ
მაიონეზი 150 გ
მარილი გემოვნებით
მომზადება
- ჭარხალი, კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ, გააცივეთ და გაასუფთავეთ. კვერცხი ცილად და გულად დაყავით
- შავ ქლიავს დაასხით ცხელი წყალი და დარბილებისთვის ცოტა ხანი დადგით, შემდეგ წვრილად დაჭერით.
- სალათი ფენებად დაალაგეთ, თითოეული ფენა მაიონეზით და მარილით გააჯერეთ. შემდეგ ფენას ჭარხლის კუბიკები დააწყვეთ, ასევე დაჭრილი კარტოფილი, კვერცხლის გული, შავი ქლიავი და ცილა.
- სალათი თხილით მორთეთ და მაცივარში რამდენიმე საათით შეინახეთ. მზადაა!
“საგრაფო სალათში” მაიონეზი შეგიძლიათ ბერძნული იოგურტით ჩაანაცვლოთ.