12. ქალწული
ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები ძალიან მოწესრიგებული ცხოვრების წესით გამოირჩევიან და სურთ მათი ურთიერთობაც ყველაზე იდეალური და დალაგებული იყოს. ამის გამო მათ შესაძლოა საკუთარი პარტნიორი ჭკუიდან შეშალონ გამუდმებული მოთხოვნებით.
მათთვის სამოსი და ჩაცმის სტილი ყველაზე დახვეწილი და გეგმების მიხედვით გათვლილი უნდა იყოს ყოველთვის. თუ მსგავსი ცხოვრების წესი თქვენთვის ბუნებრივი არ არის, მაშინ მათ ვერასდროს გაუგებთ. მსგავსი მიდგომა მათგან ეჭვიანობაშიც გამოიხატება, რადგან ყოველთვის სურთ თქვენი ყოველი მოქმედება და აზრი გააკონტროლონ.
11. მორიელი
თუ მორიელთან სასიყვარულო ურთიერთობა გსურთ, ისინი აუცილებლად საკმაოდ ღრმად უნდა გაიცნოთ. მათი ცივი გარეგნობა და ქცევა ერთი შეხედვით არასწორ აზრს შეგიქმნით პიროვნების შესახებ. იციან რომ ეს მათთვის შესაძლოა ყველაზე დიდ უარყოფით ნიშნადაც ჩათვალოთ, მაგრამ მაინც ყოველთვის ეცდებიან ურთიერთობის მიმართულება მხოლოდ თვითონ მართონ.
მორიელთან ყოფნის მსურველებმა აუცილებლად დიდი თამაშის მონაწილეობა უნდა ითავოთ. მათ არ მოსწონთ საშუალო დონის შედეგით დაკმაყოფილებული მამაკაცები და ამას საკმაოდ უხეშად გაგრძნობინებენ.
10. ვერძი
ვერძისთვის მოთმინება წარმოუდგენელი რამ არის და მისი არსებობის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. მას უნდა ყველაფერი და უნდა ახლავე. მათთან ურთიერთობის საკმაოდ სწრაფი განვითარებისთვის თუ მზად არ ხართ, აუცილებლად დაგშორდებათ.
ისინი ყოველთვის ბოლო სიტყვის თქმის სურვილით იწვიან და თუ ეს პრობლემას გიქმნით, მაშინ აუცილებლად სხვისი პოვნა მოგიწევთ.
9. კურო
თუ კურო თქვენი მეორე ნახევარია, მაშინ მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ თავი ყოველთვის უსუსური და გამოუყენებელი ობიექტის სახით წარმოიდგინოთ. მათთვის ძალაუფლება და ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთება უდიდესი წარმატების ამსახველი მოქმედებაა, რის გამოც ისინი საკუთარ მამაკაცს არასდროს სთხოვენ დახმარებას.
მათთან ურთიერთობის ასაწყობად პირველი მიწერა, დარეკვა და ზოგადი ინიციატივის გამოჩენა უნდა შეძლოთ, რადგან მათ თავი საკმარისად დაფასებულად იგრძნონ.
8. კირჩხიბი
კირჩხიბმა თუ თქვენი შეყვარება გადაწყვიტა, მაშინ ემოციების უდიდესი ზღვისთვის უნდა მოემზადოთ. ისინი არასდროს იკავებენ თავს ნებისმიერი გადაწყვეტილებისა და განცდის ღიად აფიშირებისგან. ისინი ზედმეტად ბევრ დროსაც კი დახარჯავენ საკუთარი გრძნობების გამოხატვისათვის.
ისინი მუდამ ეცდებიან თქვენ მოხიბვლას და მსგავსი გადაჭარბებული ემოციების წარმოჩენის პროცესში საკუთარი თავის მიმართ დრო საერთოდ აღარ დარჩებათ. ამის გამო თვითშეფასება დაუქვეითდებათ და თქვენზე დამოკიდებული გახდებიან. ისინი შესაძლოა საუკეთესო ან ყველაზე უარესი შეყვარებული ერთდროულად იყვნენ. ყველაფერი მათ მიერ გამოხატული ემოციების დონეზეა დამოკიდებული.
7. ლომი
ერთ–ერთი ყველაზე თვითდაჯერებული ნიშანი ურთიერთობაშიც ამ თვისებით გამოირჩევა. მისთვის მხოლოდ ისეთი ადამიანია პარტნიორობისთვის გამოსადექი, რომელსაც მისხელა თვითშეფასება და ძლიერი პერსონალური სამყარო აქვს.
მას არასდროს მოსწონს ხელის გულზე ტარება და ნებისმიერი მისთვის მირთმეული რამ უინტერესო მიღწევად იქცევა. იგი ყოველთვის ფიქრობს, რომ სიტუაციის შემოტრიალება და გამარჯვება შეუძლია, ამიტომაც ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს უშვებენ ურთიერთობაში.
6. მერწყული
თუ თქვენ ყველაზე იმპულსურ, ინტელიგენტ და დამოუკიდებელ ადამიანთან გსურთ ახლო ურთიერთობა, მაშინ სწორედ მერწყულთან შეჭიდებისთვის უნდა იყოთ მზად. იგი აუცილებლად ღიად უნდა გიყვარდეთ, თუმცა თქვენს მიერ სითბოს გამოხატვა მის თავისუფლებას არ უნდა ზღუდავდეს.
ასეთი ბალანსის დაცვა მათთან ურთიერთობისას ხშირად ჭირს, რადგან ისინი პარტნიორისგან ყოველთვის დინამიურ ცხოვრებასა და მოწყენისგან გასაქცევ არჩევანს მოელიან. ისინი ყოველ დეტალს ყველაზე მეტად აკვირდებიან და ზედმეტად ფიქრობენ მასზე, ამიტომაც მათი შეყვარებულები თავს ყოველთვის არასაკმარისად კარგად თვლიან საბოლოო ჯამში.
5. ტყუპი
ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულ გოგონებს ორი სახის ხასიათი გამოარჩევთ. სერიოზული და ხალისიანი ადამიანი მათში დროდადრო მორიგეობით იჩენს თავს და ეს თქვენთვის შესაძლოა საკმაოდ დამაბნეველი გამოდგეს.
იგი სასიყვარულო ურთიერთობისას პარტნიორს საკუთარი ხასიათის ყველაზე ფერად და ხალისიან მხარეს წარუდგენს, თუმცა დროთა განმავლობაში მისგან აუცილებლად მოითხოვს უფრო მუქი და სერიოზული მხარის დაფასებასაც.
მსგავსი ხასიათის გამო, იგი არასოდეს განგსჯით და ზემოდანაც არ შემოგხედავთ, რადგან მუდამ ეცდება თქვენი მიზნები და საქციელის გამომწვევი ემოციების არსი ბოლომდე გაიგოს.
4. თხის რქა
ამ ნიშნის წარმომადგენლები არასდროს დაკმაყოფილდებიან იმით, რასაც თქვენ ყოველდღიურ ნორმად თვლით. მათთვის აუცილებლად ყველაფერზე წამსვლელი პარტნიორია საკმარისი და საკუთარი დიქტატორული ბუნების დაკმაყოფილებას ამ გზით ახერხებენ. მას ყოველთვის გულწრფელი ინტერესით უნდა უსმინოთ და მხარდაჭერა ღიად დაანახოთ. სამაგიეროდ მისგან უდიდეს ერთგულებას მიიღებთ.
3. სასწორი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ლოგიკურად ყველაზე დაბალანსებული და გაწონასწორებული ცხოვრების სტილის უდიდესი მოთხოვნილება აწუხებთ. მათთან ვერასდროს მიაღწევთ ვერაფერს კამათით, რადგან მათთვის რადიკალური ქცევები ყველაზე მიუღებელი რამეა. კონფქლიტის არიდებით მათთან ხშირად პრობლემებიც კი შეიძლება შეგექმნათ.
ყველაზე ქარიზმატული და მომხიბვლელი ბუნების გამო ყოველთვის საკუთარი თავის ცენტრში დაყენების სურვილი ამოძრავებთ და ამიტომაც მათ პარტნიორს შეიძლება შურის განცდაც კი გაუჩინონ.
2. მშვილდოსანი
მშვილდოსანის ნიშნით დაბადებული ქალისთვის ერთადერთი წინაღობა და თანასწორი მებრძოლი მხოლოდ საკუთარი თავია. ისინი ყველაზე უხეშად და პირდაპირ სწორედ საკუთარ თავს განსჯიან, თუმცა სრულიად პირიქით მოექცევიან საყვარელ ადამიანს. ისინი აუცილებლად გაგამხნევებენ ცხოვრების ყოველ ეტაპზე და თავს თქვენს უკან დააყენებენ, რაც მათ ხასიათზე საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება.
1. თევზები
თევზები სიმორცხვით გამოირჩევიან და მუდამ პირველი ნაბიჯის გადადგმა თქვენ მოგიწევთ. მათ უნდა აგღძნობინოთ, რომ თქვენი სახით მართლაც ღირსეული პარტნიორი მოიპოვეს, რის შემდეგაც ისინი გაიხსნებიან და ემოციების გაზიარება აღარ შერცხვებათ.
ისინი როგორც სექსუალური, ისე რომანტიული ურთიერთობის საუკეთესო გზებს წარმოგიჩენენ, თუმცა მათზე გასავლელად უნდა დაარწმუნოთ, რომ მის მიერ გაღებულ წვლილს აუცილებლად იმსახურებთ.