თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მძიმე ავარია მოხდა, რომელიც ოთხი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა.
თვითმხილველების ინფორმაციით:
•ერთმანეთს ტრაილერი და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
•შეჯახების შედეგად, ტრაილერი გადაბრუნდა და ავტომობილებს დაეცა.
ავარიის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
•კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.
•უსაფრთხოების მიზნით, თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალი დროებით გადაკეტილია.
•მიმდინარეობს ავარიის მიზეზების გამოძიება და დაზარალებულთა იდენტიფიკაცია.