168-ე საჯარო სკოლა მე-5 კლასის მოსწავლის ტრაგიკულად გარდაცვალებას გლოვობს
თბილისის 168-ე საჯარო სკოლამ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა, სადაც მე-5 კლასის მოსწავლის, ამანათაშვილი მიშიკოს გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა.
სკოლის განცხადებაში ნათქვამია:
ანგელოზთა დასს შეუერთდა სიცოცხლით სავსე, ჩვენი უსაყვარლესი მიშიკო… ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. უფალთან იყოს შენი სავანე, ონავარო ბიჭო.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა.
ეს ტრაგედია მძიმე დარტყმაა როგორც სკოლის, ისე მიშიკოს ოჯახის წევრებისთვის.
საზოგადოება სოლიდარობას უცხადებს ოჯახს და უსამძიმრებს ახლობლებს ამ უმძიმეს დროს.
სიცოცხლით სავსე და ენერგიული ბავშვი, რომელიც თანატოლებსა და მასწავლებლებს უყვარდათ, უბედური შემთხვევის შედეგად თანატოლებისა და ოჯახისთვის სამუდამო ტკივილად იქცა.