ქუთაისში ავტოავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია გარდაცლილია სალი ყაზაიშვილი.
ავარია ნიკეას ბოლოში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მსუბუქ ავტომობილს, რომელსაც გოგონა მართავდა, ტრაილერი შეეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, სალი ყაზაიშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მისი მეუღლე ემიგრანტია. ოჯახი ვარციხეში ცხოვრობდა.