არსებობენ მცენარეები, რომლებსაც არამხოლოდ დაავადების განკურნება, ჯანმრთელობისა და გარეგნობის გაუმჯობესება, არამედ სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლიათ. ეს პროდუქტი რეკორდული რაოდენობის ვიტამინებს შეიცავს და უდიდესი საკვები ღირებულებით ხასიათდება. დადასტურებულია, რომ ის კიბოს უჯრედებსაც კი ანადგურებს.
საქმე საოცარ მცენარეს, სახელწოდებით წიწმატს ეხება. სჯობს მისი მირთმევა ყოველდღე დაიწყოთ.
წიწმატის სალათი – პატარა მწვანე ფურცლების სალათია, გარეგნულად ქინძს და ოხრახუშს მოგვაგონებს, უბრალოდ ფოთლები უფრო დიდი და ოვალურია. ბევრ ადამიანს ის პიკანტურობის, ოდნავ ცხარე გემოს და გემრიელობის გამო უყვარს.
ჩვენი წინაპრები მას ხალხურ მედიცინაში პრობლემური კანის განსაკურნად, სისხლის გასაწმენდად, პარაზიტებისგან განსათავისუფლებლად ან უბრალოდ კალციუმის წყაროს გამო იყენებდნენ. იოდის დიდი შემცველობის წყალობით ეს მცენარე ადამიანებისთვის შეუცვლელი პროდუქტია.
საოცარია, მაგრამ ოლსტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ მცენარის გამოყენება მწეველებში მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოს კანცეროგენის დონეს. კვლევის შედეგები გვამცნობს:
“წიწმატის სალათა კიბოს გამომწვევ მიზეზებს ებრძვის. თუ მას რეგულარულად გამოიყენებთ, მადიანობა გაგიუმჯობესდებათ და საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა ნორმაში ჩადგება. მცენარე ტოქსინებს გამოდევნის და სისხლის მოძრაობას არეგულირებს.”
წყლიან წიწმატში იმაზე მეტი C ვიტამინია, ვიდრე ფორთოხალში. იმაზე მეტი კალციუმია, ვიდრე რძეში. იაზე მეტი ფოლიუმჟავა, ვიდრე ბანანში. სულ რაღაც 3 სუფრის კოვზი დღეში ვიტამინი A-ს დღიური ნორმის 42 %-ით და 50 მილიგრამი C ვიტამინით მოგამარაგებთ. წიწმატის სალათი ასევე შეიცავს კალიუმს, ვიტამინ E-ს, მარგანეცს, მაგნიუმს, ფოსფორს და ვიტამინ B-6-ს.
იცოდით, რომ მათი გარზდა სახლშიც მარტივად შეიძლება? ყოველდღიურად ორგანიზმის სასარგებლო პროდუქტით შევსებას მხოლოდ თესლების ყიდვა სჭირდება.
როგორ გავზარდოთ წიწმატი
დაგჭირდებათ
- ცარიელი საკვების კონტეინერი
- წყალი
- წიწმატის მარცვლები
რა უნდა გავაკეთოთ
პულივიზატორის მეშვეობით, კონტეინერი წყლით 1-2-ჯერ დანამეთ.
დაასველეთ ძირი და მარცვლები დაალაგეთ.
ზევიდან კიდევ დააპკურეთ ცოტა წყალი. მჭიდროდ დაახურეთ თავი. 1 დღის შემდეგ პირველ ღერებს იხილავთ. გააღეთ კონტეინერი და კვლავ შეასხურეთ წყალი.
დაატენიანეთ მცენარე 2 დღეში ერთხელ და 5-10 დღის შემდეგ მთელი კონა დაგხვდებათ.
როგორც ხედავთ, მცენარეს ნიადაგიც კი არ სჭირდება. თუ გაზაფხულზე რომელიმე მცენარის მოყვანაზე დაფიქრდებით ეს მარტივი პროდუქტი საუკეთესო გამოსავალია. მიღეთ წიწმატი ყოველდღე ფესვებთან ერთად.
ბავშვებს მსგავსი პროცედურის დაკვირვება განსაკუთრებით უყვართ.