ადამიანს, რომელსაც ამხელა დამსახურებები აქვს ქვეყნის წინაშე, ლომის ბოკვერი რომ ჰყავდეს, დიდი ამბავი არ არის,“ – აცხადებს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი და ლაშა ბექაურის მიერ გავრცელებულ კადრებზე აკეთებს კომენტარს, სადაც ბექაური ლომის ბოკვერთან ერთად ბასლაინში გადაადგილდება.
გუჯეჯიანი ამბობს, რომ აღნიშნული დანაშაულს არ წარმოადგენს.
ადამიანს, რომელსაც ამხელა დამსახურებები აქვს ქვეყნის წინაშე, ლომის ბოკვერი რომ ჰყავდეს, დიდი ამბავი არ არის. ლოგიკურია, რომ შეიძლება მისცეს, არ ვიცი. საიდან მოიყვანა მე არ ვიცი. ჩემთვის ლაშა ლომკაცია და მაქედან გამომდინარე, მგონია, არ მიკვირს, რომ შეიძლება ლომი ჰყოლოდა.
რა უნდა დავმალო? რა ლომის ბოკვერი? მეც მინდა რომ მყავდეს. არ მყავს, მაგრამ მინდა რომ მყავდეს, დანაშაულია? რატომ გიკვირთ რომ ლომი ბოლოს თავის ადგილას მივა, რა? შეჭამოს ლაშა ეგ გინდათ თუ რა არის ამაში დანაშაული?” – ამბობს გუჯეჯიანი „მთავარ არხთან“.
ცნობისთვის, გუშინ, 24 დეკემბერს ძიუდოში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა საკუთარ Instagram-გვერდზე ვიდეო დადო, სადაც ჩანს, როგორ ეთამაშება თბილისის ქუჩებში მიმავალ ავტომანქანაში მჯდომი ბექაური ლომის ბოკვერს, სახელად ბუბუს.