ზედმეტად მაღალი ტემპერატურა
თქვენი სამოსი შეინარჩუნებს ფორმასა და ფერს უფრო უკეთ, თუ მათ დაბალ ტემპერატურაზე გარეცხავთ. ასევე, თბილ და ცივ წყალს ისევე შეუძლია ჭუჭყთან გამკლავება, როგორც ცხელს. რეალურად მხოლოდ პირსახოცებისა და მსგავსი ნაჭრების გარეცხვაა საჭირო მაღალ ტემპერატურაზე დეზინფექციის გამო.
სარეცხი მანქანის გავსება რთულ ლაქებიანი სამოსით
ზედმეტად დასვრილი ტანსაცმელი აუცილებელია წინასწარ ჩაალბოთ წყალში, რათა გარეცხვისას მათი ჭუჭყი მთლიანად მოცილდეს. ტკბილი ლაქებისთვის შეგიძლიათ წინასწარ ლიმონის წვენიც გაოიყენოთ დასალბობათ, ხოლო ღვინის ლაქებზე შეგიძლიათ წყლისა და სოდის ნარევი მიქსი დაასხათ.
საცვლების სარეცხი მანქანით გარეცხვა
ავტომატური სარეცხი მანქანით გარეცხვისას ბიუსტჰალტერები ფორმას კარგავენ და იწელებიან. საუკეთესო გამოსავალია მათი ხელით გარეცხვა. ეს ასევე საცვლებსა და საცურაო სამოსსაც ეხება.
ჯინსების ხშირად გარეცხვა
ჯინსების მწარმოებლებს რადიკალური მოსაზრება აქვთ ამ თემაზე. ისინი გვირჩევენ რომ საერთოდ დავივიწყოთ ჯინსების სარეცხი მანქანით გარეცხვა, რათა მათი ფერი რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ. თუ ამ რეკომენდაციის შესასრულებლად მზად არ ხართ, ოპტიმალური პერიოდი მათ გასარეცხად საშუალოდ 6 თვეში ორჯერაა. ეს რიცხვი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სიხშირით იცვავთ მათ.
არასწორად გაშრობა
ცუდად გაშრობა ისევე ახდენს თქვენ სამოსზე გავლენას როგორც არასწორი მეთოდებით გარეცხვა. საჭიროა ეს რჩევები გაითვალისწინოთ:
- არ გამოიყენოთ ავტომატური გამაშრობელი ხშირათ. იგი თქვენი სამოსის ფერზე უარყოფით გავლენას ახდენს და დელიკატურ ნაჭრებს აფუჭებს.
- არ გააშროთ ტანსაცმელი ზედმეტად დიდ ხანს, ეს ფერზე იმოქმედებს.
- არ ჩამოკიდოთ ნაქსოვი და ბამბის სამოსი, რადგან ეს მათ ფორმას დაუკარგავს. გაშალეთ ისინი სწორ ზედაპირზე და ასე გააშრეთ.
სარეცხი მანქანის მოვლა
ჭუჭყი, სარეცხი საშუალებების ნარჩენები და ყველაფერი რაც რეცხვის შემდეგ სარეცხი მანქანის შიგნით რჩება, დროთა განმავლობაში აუცილებლად აღმოჩნდება ისევ თქვენ სამოსზე. ეს ლაქებსა და ცუდ სუნს გამოიწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად ამ გზებს უნდა მიმართოთ:
- გაანიავეთ სარეცხი მანქანა ყოველი გარეცხვის შემდეგ
- ჩამოწმინდეთ სარეცხი საშუალებების ნარჩენები მისი შიდა მხარიდან და კარებიდან
- ჩაასხით გამათეთრებელი საშუალება სუფთა ჭურჭელით სარეცხ მანქანაში
- ასევე აუცილებელია გაუფრთხილდეთ თქვენი სარეცხი მანქანის შიგთავსს. თვეში ერთხელ კარგი იქნება თუ მას ცარიელს აამუშავებთ და შიგნით სარეცხი საშუალებისა და ძმრის ნარევს ჩაასხავთ გასაწმენდად.