1. ვერძი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები ყოველთვის სიძლიერითა და დამოუკიდებლობით გამოირჩევნიან. შეიძლება მთელი მათი სამყარო ინგრეოდეს, თუმცა ისინი სხვას ამის დანახვის საშუალებას არასდროს მისცემენ.
ისინი ლიდერის თვისებებით იბადებიან და მათთვის პრობლემების მოგვარება ერთგვარი მოწოდებაა.
მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ გაუცრუვდება იმედი, ვერძი მაინც ადგება და ბრძოლას გააგრძელებს, რადგან მებრძოლია და გადარჩენისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.
2. კურო
ერთი შეხედვით კუროს ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი სენსიტიური და მორჩილის შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ, თუმცა ამან არ უნდა შეგაცდინოთ.
ისინი ყველაზე მეტად სწორედ კონტროლის მოყვარულები არიან და თანაც ვერასდროს შეძლებთ მისი აზროვნების ტიპის შეცვლას. ყველაზე სიმპატიური მამაკაციც კი ვერ შეძლებს მის კონტროლის ქვეშ მოქცევას.
3. ტყუპები
ტყუპები მართლაც ყველაზე სენსიტიურ და ემოციურ ზოდიაქოს ნიშანს წარმოადგენენ. თუმცა, ისინი პარალელურად კონტროლის დაკარგვასაც არასდროს ეგუებიან და თანაც ამას ისე ახერხებენ, რომ ვერც კი შეატყობთ როგორ გაკონტროლებთ იგი. ისინი გაფიქრებინებენ, რომ თქვენ ხელშია სადავეები, თუმცა ისინი თქვენს გულში შეჭრასა და გაკონტროლებას ხმლის მახვილი ზედაპირისავით მარტივად მოახერხებენ.
4. მშვილდოსანი
მშვილდოსანი ქალი ყველაზე მეტად საკუთარ თავისუფლებაზეა შეყვარებული. თუ თქვენი გეგმები მის გეგმებს არ შეესაბამება, მაშინ მასთან დამშვიდობება მოგიწევთ, ის ფიქრის გარეშე მიგატოვებთ. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რამხელა ღირებულება აქვს თავისუფლებას და ამიტომ მას არასდროს დათმობენ, მიუხედავად იმისა მამაკაცს რამდენად ძლიერადაც არ უნდა უყვარდეთ. როდესაც მამაკაცი მათ მანიპულირებას შეეცდება, მაშინვე მიატოვებენ, რადგან ისინი ყოველთვის თვითონ არიან მართლები.
5. თხის რქა
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე გამორჩეული თვითკონტროლით იბადებიან. ისინი არაფრად ჩააგდებენ თქვენ აზრს, თუ დაინახავენ რომ მისთვის თქვენი მოსაზრებების თავზე მოხვევას ცდილობთ. უყვართ ლიდერის პოზიციაში ყოფნა და სწორედ ამით ინარჩუნებენ ცხოვრების სიყვარულს.
თუ ის გიყვართ, არასდროს უნდა ეცადოთ მის შეცვლას, თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონი ამას მისთვის საჭირო და მოსახერხებელ ვითარებაში თვითონვე მოახერხებს.