გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ივნისს, დღის მეორე ნახევარში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).