რთულად გასაანალიზებელი ფილმები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კატეგორიაა კინოინდუსტრიაში. გთავაზობთ 5 ძალიან კარგ ფილმს, რომელთა ახსნას მაყურებელი წლებია უშედეგოდ ცდილობს
1. ‘Caché’ (2005)
გარეუბანში მცხოვრები უბრალო ოჯახი თვეების განმავლობაში იღებს უცნობი ადამიანის მიერ გამოგზავნილ ამანათებს, სადაც ვიდეოფირები და წერილებია. ვიდეოფირზე რამდენიმესაათიანი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებია. კადრები მათ მათ საცხოვრებელ სახლშია გადაღებული. წერილებში კი მათ შესახებ უცხო ადამიანებისთვის უცნობ, პირად დეტალებს შეიცავენ. ოჯახი ცდილობს გაარკვიოს ვინ არის გზავნილების ავტორი.
2. ‘2001: A Space Odyssey’ (1968)
კაცობრიობა აღმოაჩენს იდუმალებით მოცულ ხელოვნურ ობიექტს, მონოლითს, რომელიც მთვარის ზედაპირზეა დამარხული. ობიექტთან მიახლოებისას ასტრონავტთა ჯგუფი მიიღებს სიგნალს, რომელიც იუპიტერიდან მოდის. მკვლევართა მცირე ჯგუფს გზავნიან იუპიტერისკენ, რათა გამოიკვლიონ უცნაური ობიექტის წარმოშობის ადგილი. ჯგუფს ამ მისიაში ეხმარება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მთელს ხომალდს აკონტროლებს. მკვლევართა ჯგუფი ანალიზებს, რომ ისინი სრულად არ არიან ინფორმირებული და არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც მათ არ იციან.
3. ‘Stalker’ (1979)
გიდი მიუძღვება მწერალსა და პროფესორს საფრხეებით აღსავსე, პოსტ აპოკალიპტურ, აკრძალულ ზონაში. მათი მიზანია მისტიური ოთახის პოვნა. მათ სჯერათ, რომ ოთახს აქვს ძალა ადამიანს ნამდვილი, შინაგანი სურვილები აუსრულოს. ოთახისკენ მიმავალ გზაზე, ისინი ცდილობენ გაარკვიონ თუ რა სურს რეალურად თითოეულ მათგანს.
4. ‘Synecdoche, New York’ (2008)
მარტოსული თეატრის რეჟისორს სამსახურთან, ოჯახურ პრობლემებთან და იშვიათ დაავადებასთან უწევს გამკლავება. ის გადაწყვეტს, რომ დადგას უდიდესი თეატრალური წარმოდგენა, რომელიც ოდესმე შექმნილა. მას სურს საწყობში ააწყოს ნიუ-იორკის დიდი ზომის მაკეტი, სადაც მსახიობებმა რეალური ადამუანები უნდა განასახიერონ. რეპეტიციების განმავლობაში კი ზღვარი რეალობასა და ფიქციას შორი თანდათან იშლება.
5. ‘Persona’ (1966)
ფილმი მთავარი პერსონაჟები არიან მედდა სახელად ალმა და მსახიობი სახელად ელიზაბეტი. ალმას ელიზაბეტზე ზრუნმა ევალება, რადგან ელიზაბეტმა მოულოდნელად ლაპარაკი შეწყვიტა, ის არცერთ სიტყვას აღარ ამბობს. ალმა ბევრს ესაუბრება ელიზაბეტს საკუთარი პირადი ცხოვრების სირთულეების შესახებ. დროთა განმავლობაში მათ შორის უცნაური და კომპლექსური ურთიერთობა ყალიბდება. თითქოს ორი ადამიანის პიროვნება ერთმანეთს ერწყმის და ერთ მთლიანობად იქცევა.