თქვენ ის ტიპი ხართ, ვინც ყოველთვის აპროტესტებს რაღაცას და ყველა სიტუაციაში იბრძვის? მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ტემპერამენტის ქონას უამრავი მიზეზი აქვს, კოსმოსური ვარსკვლავები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განწყობასა და აგრესიაზე ზემოქმედებისას. მათ შეუძლიათ პროტაგონისტად გაქციონ არასტაბილურ სიტუაციებში.
იმისათვის, რომ გაიგოთ მეტი, თუ სად დგახართ სიბრაზის, ჩხუბისა და კამათის თვალსაზრისით, უნდა დააკვირდეთ, რომელ ასტრალურ ელემენტს შეესაბამება თქვენი ნიშანი! თუ ეს არის ძალაუფლების ან აგრესიის განსახიერება, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენ დაიბადეთ ბრძოლისა და შეტევისთვის. ასტროლოგია ამბობს, რომ არსებობს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც მთლიანად მოცულები არიან მებრძოლი ელემენტებით.
1. ვერძი
ვერძი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ნიშანია. ისინი არა მხოლოდ იმპულსურები არიან, არამედ მათ მეტისმეტად ადვილად უცრუვდებათ იმედი, რაც ხშირად დაძაბულობის, ჩხუბისა და ბრძოლების წინაპირობა ხდება. უფრო მეტიც, ვერძს არასოდეს აწუხებს შინაგანი წყენა, ის როგორც კი გაბრაზდება, შენც გაგაბრაზებს ცხარე კამათებითა და პროტესტით. ძალიან მცირე მოთმინების მქონე ვერძი ყოველთვის თავად იწყებს ჩხუბს და მარტივად გაკარგვინებს მოთმინებას. ასე რომ, ფრთხილად იკონტაქტეთ ამ ნიშანთან.
2. კურო
მიუხედავად იმისა, რომ კუროები აგრესიულები და უკომპრომისოები არიან, ისინი არასოდეს იწყებენ ჩხუბს თავად! მაგრამ თუკი მას რამეზე არ დაეთანხმები, მაშინ საქმე ცუდადაა! ვერავინ გიშველის იმ რთულ გზაზე, სადაც ისინი წაგიყვანენ. კუროები, როგორც წესი, თავიდან მშვიდად განიხილავენ საკითხებს, მაგრამ ყოველთვის დიდი ჩხუბით ამთავრებენ. ასე რომ, “ყოველთვის სწორი” პოზიციის მქონე ადამიანთან კომუნიკაცია საკმაოდ რთულია, რადგან არასდროს აღიარებენ არასწორ საქციელებს. კურო სიკვდილამდე იბრძვის, რადგან ისინი მუდამ დარწმუნებულნი არიან თავიანთ ქმედებებში.
3. ტყუპები
ტყუპებს არ მოსწონთ, როცა ვინმე მათ გზაზე დგება და როგორც კი მათი სავალი ბილიკი იღობება, ისინი არ შედიან იმ ადამიანების რიცხვში, ვინც უკან იხევს და შორიდან იწყება დრამის ყურებას – ისინი საკმარისად მებრძოლნი არიან და იწყებენ კამათს, რომელსაც მოჰყვება ბრძოლა. ისინი ყოველთვის იყენებენ სიტყვებს, როგორც პირველ იარაღს, რადგან ესმით, რომ “სიტყვები შეიძლება იყოს ძალიან საზიანო”. გარდა ამისა, ტყუპები საშინლად არაპროგნოზირებადი არიან, მათი მოქმედებები კი მათ განწყობაზეა დამოკიდებული და, შესაბამისად, რთულია მათი პასუხების წინასწარ განსაზღვრა.
4. ლომი
ლომები საკმაოდ ჭკვიანები და ამტანები არიან. მათ 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ უხეში და მძიმე სიტყვიერი ბრძოლების გადატანა. ისინი არიან ამაყები, ეგოისტურები და მანიაკალურები, მათ შეუძლიათ ბავშვივით გაგიჟდნენ, როგორც კი საქმე მათ ეგოს შეეხება. თუ რამით დაზარალდებიან, ისინი ყოველ სიტუაციას ძალიან პირადად მიიღებენ და აუცილებლად გაგებინებენ პასუხს. თუმცა მათ ერთი კარგი თვისება აქვთ – კარგი კომუნიკაციის დამყარების შემთხვევაში, მარტივად შეუძლიათ დამშვიდება და სხვა ადამიანის მოსმენა!
5. კიბო
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კირჩხიბთან კომუნიკაციას, რადგან ნებისმიერმა რამემ შეიძლება დააზიანოს მათი გული. ისინი ძირითადად მშვიდები და ემოციურად გონიერები არიან, მაგრამ უკან არ დაიხევენ, თუ მათ შეურაცხყოფას მიაყენებთ. კირჩხიბებს მარტივად შეუძლიათ ძველი ბრძოლებიც კი გაიხსენონ და გამოიყენონ ისინი თქვენს ამჟამინდელ კამათში. მათი დმაარცხება რთულია, ამიტომ ეცადეთ თავიდანვე მშვიდობა დაამყაროთ ამ ნიშანთან.
თქვენ რომელ ნიშანს მიეკუთვნებით? გაგვიზიარეთ კომენტარებში!