ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)
წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ დილით, დალოცვილმა დავიწყოთ ყოველი დილა, ყველაფერი უფლის სახელით იწყება და მთავრდება.განვიწმინდოთ ცოდვებისგან. არაფერი არ არსებობს მისი შეწევნის გარეშე. ვილოცოთ გულწრფელად და უფალი მუდამ ჩვენს გვერდში იქნება. წარმატებულ დღეს გისურვებთ, უფალი გფარავდეთ.
სამწმიდაობის ტროპარნი
აღდგომილი ძილისაგან, შეგივრდებით შენ, სახიერ, ანგელოსთა გალობასა გიღაღადებთ შენ, ძლიერო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ცხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე, უფალო, გონება და გული ჩემი განანათლენ, და ბაგენი ჩემნი აღახვენ, გალობად შენდა, წმიდაო სამებაო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეყსეულად მსაჯული იგი მოვიდეს, და თითოეულისა საქმენი განშიშვლდნენ, არამედ შიშით ღაღადვყოთ შუაღამესა: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელსა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
(თუ გსურთ მსგავსი ლოცვები დავწეროთ , გააზიარეთ პოსტი )