ფაჯი თეთრი შოკოლადით: პირველი ლუკმა პირში და ნეტარება გარანტირებულია

ინგლისურ სამზარეულოში ერთი საინტერესო კერძი არსებობს სახელწოდებით fudge. ტკბილეული, რომელსაც ნებისმიერ კატეგორიაში გაიყვანთ: ღვეზელი, კანფეტი თუ კარამელი. ის ისეთი გემრიელია, რომ მის აღსაღწერად სიტყვები საკმარისი არ იქნება.

კრემისა და კარამელის გემო დესერტში მკაფიოდაა გამოხატული, ფორთოხლის ცუკატის წყალობით კი დესერტი ციტრუსოვანი ნოტებით გეთამაშებათ! იდეალური ანტიდეპრესანტი, მეგობრისთვის განკუთვნილი არაჩვეულებრივი საჩუქარი და ბავშვების საუკეთესო მოტივატორი – დარწმუნდებით, რომ ქმნილება საოცრად სწრაფად და მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები

თეთრი შოკოლადი – 350 გრ

შესქელებული რძე – 380 გრ

მარილი

ნაღების კარაქი – 10 გრ

ცუკატები – 2 ს.კ.

ილი

თხილი – 2 ს.კ

მომზადების ხერხი:

1. დაასხით თასზე შესქელებული რძე, დაამატეთ შოკოლადის ნაჭრები. ჭურჭელი წყლიან ქვაბში მოათავსეთ. აურიეთ სანამ გლუვი მასა არ გახდება. დაუმატეთ მარილი.

2. ჩამოდგით ჭურჭელი ცეცხლიდან, დაუმატეთ ხმელი მოცვი, ფორთოხლის ცუკატები, დაფხშვნილი თხილი.

3. კიდევ ერთხელ აურიეთ მასა, მიეცით ფორმა, შეფუთეთ ფოლგაში და წაუსვით კარაქი. გააცივეთ, გაუშვით მაცივარში მინიმუმ 4 საათით. რშემდეგ პორციებად დაჭერით.

კომენტარის დატოვება