ლოცვა, რომელიც ნათლისღებას ყველა მართლმადიდებელმა უნდა წაიკითხოს

ტროპარი:

რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა. რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა და საყუარელად ძედ სახელგდვა შენ. და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცთომელობასა. რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და სოფელი განანათლე, დიდებაჲ შენდა.

კონდაკი:

განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩვენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა. მოხვედ და განსცხადენ, ნათელო შეუხებელო.

„…მოუდრიკა თავი იოვანეს და ნათლისღებაჲ მონისაგან მიიღო მეუფემან; და შეურაცხისმყოფელთა მისთაგანსა არავის წინა-აღუდგებოდა, არამედ, ვითარცა უძლიერესთა, დაუმდაბლდებოდა; და არა გამოაჩინებდა გამოუთქუმელსა მას ხელმწიფებასა თვისსა, არამედ სოფლისა ამის ძლიერთა არა წინა-აღუდგებოდა; წინაშე მღდელთმოძღუართაჲსა წარდგა ვითარცა დაშჯილი; წინაშე მსაჯულისა მივიდა და საშჯელი მიიღო; და ცილისწამებათა მათ დუმილით თავს-იდებდა; ინერწყვებოდა პირი მისი, რომლისაგან ძრწიან ქერობინნი, მონათა მიერ და ყრმათა საწყალობელთა; მერმე სიკუდილსა მიეცა და სიკუდილსა ესევითარსა, რომელი კაცთა შორის ბოროტად შერაცხილ იყო და უძვირეს ყოველთა სიკუდილთა. ესრეთ წარვლო კაცებაჲ შობითგან ვიდრე აღსასრულამდე და ესევითარითა სიმდაბლითა. და უკუანაჲსკნელ გამოაჩინებს დიდებასა თვისსა, რაჲთა თვისთა თანა ადიდნეს, რომელნი-იგი მის თანა დამდაბლდეს“.

კომენტარის დატოვება