მორტადელა ყველაზე პოპულალურია იტალიაში. აი, მისი მომზადების რეცეპტი.

ტრადიციული იტალიური მორტადელა ღორის ხორცისგან მზადდება და მთელ რიგ სასიამოვნო ინგრედიენტებს მოიცავს. წარმოგიდგენთ სამეფო ძეხვის კლასიკურ რეცეპტს, რომელიც საკმაოდ გემრიელია და სახლში მოსამზადებლადაც ადვილია.

ინგრედიენტები

ღორის ხორცი – 300გრ

საქონლის ხორცი – 200გრ

კვერცხი – 1ც

ნიორი – 3კბილი

ზეთისხილი – 2ს.კ.

ბულგარული წიწაკა – ნახევარი

მარილი – 1ჩ.კ

შავი პილპილი – გემოვნებით

წითელი პილპილი გემოვნებით

წიწაკა – გემოვნებით

მომზადების ხერხი:

1. გაატარეთ 200 გრამი საქონლის და ღორის ხორცი ხორცსაკეპ მანქანაში. მოაყარეთ მარილი, პილპილი და აურიეთ.

2. წვრილად დაჭერით დარჩენილი 100გრ ღორის ხორცი, დაუმატეთ ნიორი და აურიეთ ხორცთან.

3. დაუმატეთ ფარშს გატეხილი კვერცხი და აურიეთ.

4. დაჭერით ბოსტნეული: მწვანე ზეთისხილი, ბულგარული წიწაკა მცირე კუბიკებად. აურიეთ ხორცში.

5. გადააკარით პარკი და შეინახეთ მაცივარში 3-4 საათით.

6. გაციებული ხორცის ნახევარს მიეცით მოგრძო ფორმა. შემოახვიეთ რამდენიმე ფენა პარკი და ასევე მოიქეცით ფარშის მეორე ნაწილთან.

7. მოხარშეთ მორტადელა 1.5 საათის მანძილზე საშუალო ცეცხლზე.

8. გააცივეთ, მოხსენით შეფუთვა და ამოავლეთ წითელ წიწაკაში.

ძეხვი 2 კვირა ინახება. მისი გასინჯვის შემდეგ, ჩვეულებრივ ძეხვს აღარ იყიდით. ეს პიკანტური საკვები პირველივე ლუკმიდან თქვენი ფავორიტი გახდება.

კომენტარის დატოვება