შემოგთავაზებთ ლიმონათს, რომელიც დამზადებულია ნატურალურ ინგრედიენტებზე, არის საოცრად სურნელოვანი, მომჟაო- მოტკბო გემოსი და საუკეთესოდ კლავს წყურვილს. რამდენიმე მსხალი, ცოტაოდენი პიტნა და სულ ეს არის – ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შესანიშნავი გამაგრილებელი სასმელი მზად არის.
ინგრედიენტები
- 3 ცალი მსხალი
- 160 გ შაქარი
- ერთი ცალი ლიმონი
- რამდენიმე კუბი ყინული
- ერთი კონა პიტნა საშუალო ზომის
- ნახევარი ლ წყალი
- ნახევარი ლ გაზირებული წყალი
მომზადება
- მსხალი გარეცხე, გაფცქვენი და ამოაჭერი გული. დაჭერი მსხვილ კუბებად და მოათავსე ქვაბში.
ფოტოოოოოოოოოოო
- პიტნა გარეცხე და ისიც ჩაყარე ქვაბში. აქვე დაამატე შაქარი და თბილი წყალი. ხელის ბლენდერის საშუალებით ინგრედიენტები აქციე პიურედ.
ფოტოოოოოოოოოოოოო
- ნარევი გააციე მაცივარში და შემდეგ გადაწურე. მიღებულ სითხეში ჩაწურე მთლიანი ლიმონი.
ფოტოოოოოოოოოოოოო
- ლიმონათის მასალა ჩაასხი შესაბამის ჭურჭელში. დაამატე ცივი გაზირებული წყალი და ყინული. შედგი მაცივარში მოხმარებამდე. სურნელოვანი და გემრიელი ლიმონათი მზად არის!
ფოტოოოოოოოოოოოოოოოოო
მსხლისა და ლიმონის ამ სასმელის მოამზადებლად შეგიძლია უფრო მეტი გაზირებული წყლის გამოყენება, მით უფრო თუ ტკბილი სასმელი არ გიყვარს. თავად დარწმუნდები, რომ მართლაც შესანიშნავი გამაგრილებელი საშუალებაა!
გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!