მწვანე ფხალის რეცეპტი

ფხალი ყველანაირად მომზადებული გემრიელია – ნიგვზით თუ მის გარეშე, უბრალოდ ზეთში მოშუშული. ის ყველა გემოვნების ადამიანს აკმაყოფილებს. უბრალოდ, ცოტა რთული გასაკეთებელია. ჩვენ შემოგთავაზებთ ფხალის მომზადების უფრო მარტივ მეთოდს, რომლის მიხევით მომზადებულიც არანაკლებ გემრიელი და პიკანტური გამოდის.

ინგრედიენტები

  • ერთი ჭიქა ნიგოზი
  • ერთი კონა ოხრახუში
  • ერთი კონა ისპანახი
  • ორი კბილი ნიორი
  • ნახევარი ლიმონი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ნიგოზი გარეცხე და მოშუშე უცხიმო ტაფაზე გაშრობამდე.

  1. ოხრახუში და ისპანახი კარგად გარეცხე და უხეში ღეროები მოაცალე. ფოთლები ჩაყარე ბლენდერში და დააქუცმაცე ფაფისებრი მასის მისაღებად.

  1. მწვანილეული გადაიტანე ჯამში, ბლენდერში კი ნიგოზი დააქუცმაცე. მანდვე მიაყოლე ნიორიც.

  1. თუ ყველა ინგრედიენტი მოთავსდება ბლენდერის ჭურჭელში, შეგიძლია ისინი ერთად დააბლენდერო.

  1. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიე, დაამატე ლიმონის წვენიც, აზილე და მიეცი ბურთების ფორმა ან ისევე გადაიტანე ლამაზ თეფშზე.

ისპანახისთვის შეგიძლია სხვა ნებისმიერი მწვანილის დამატებაც – ქინძი, კამა, ნიახური…  რა თქმა უნდა, ძალიან უხდება ხმელი სუნელი და სიცხარე, ნებისმიერი წიწაკის სახით.

გემრიელად მიირთვი! ეს გამარტივებული რეცეპტი კი გაუზიარე შენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება