კრემის ხარისხზეა დამოკიდებული დიდწილად ტორტისა თუ ნამცხვრის საბოლოო გემო. თვითონ კრემის დონეს კი განაპირობებს მასში შემავალი ინგრედიენტების ხარისხი და სიჯანსაღე. ეს იქნება რძე, ნაღები თუ კარაქი. ტორტის ფენებისთვის ძირითადად იყენებენ კრემის გამასქელებელს სხვადასხვა სახამებელისა თუ ფქვილის სახით.
რა თქმა უნდა, მოხარშული კრემის უამრავი რეცეპტი არსებობს. ჩვენ შემოგთავაზებთ მარტივ და საიმედო, გამოცდილ რეცეპტს.
ინგრედიენტები
- ერთი ჭიქა რძე
- ორი ცალი კვერცხის გული
- ორი ს. კ. ფქვილი
- ერთი ჭიქა შაქარი
- 200 გ ნაღები
- ერთი ჩ. კ. ვანილის ექსტრაქტი
მომზადება
- კვერცხის გულები ათქვიფე შაქართან ერთად. დაამატე ვანილის ექსტრაქტი და შემდეგ ფქვილი.
- რძე დადგი ცეცხლზე და მიიყვანე ადუღებამდე. ჩაამატე კვერცხისა და ფქვილის მასა.
- კარგად აურიე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დადგი დაბალ ცეცხლზე, თან მუდმივად ურიე. როცა ადუღდება, გადმოდგი და შეგრილებულს დაუმატე დარბილებული კარაქი. ათქვიფე მიქსერით კარგად.
აი, ასე მარტივად მზადდება ეს კულინარული საოცრება! მსგავსი კრემი მაცივარში უნდა შეინახო არაუმეტეს ორი დღე-ღამისა. სიმინდის სახამებლის დამატებით უფრო სქელი კრემი გამოდის.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!